კიდევ ერთი ცეცხლოვანი ბურთი შტატების თავზე

 მსგავსი ზომის ასტეროიდები დედამიწას ყოველ ორ ან სამ დღეში სტუმრობენ. თუმცა ეს ასტეროიდი, რომელიც მანჰეტენის თავზე აინთო, ისეთივე ნათება ქონდა, როგორიც სავსე მთვარეს აქვს. ეს ნამდვილად იშვიათი სანახაობაა. მოვლნა ელვის სისწრაფით გავრცელდა თვითერზე და სხვა სოციალურ თუ მედია საზოგადოებაში, რადგანაც მან საკმაოდ დიდი ყურადღება მიიქცია თავისი ნათებით, შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე დასახლებული რეგიონის თავზე. მსგავსი ზომის მეტეორმა ასევე კალიფორნიის მოსახლეობის შეშფოთება გამოიწვია, თუმცა ასეთი მეტეორიტები საფრთხეს არ წარმოადგენენ, ხოლო მეტეორიტრბზე მონადირეთათვის მშვენიერი გასართობია. ზოგიერთმა თვითმხილველმა შეძლო ვიდეო მასალის გადაღება. ასეთი ზომის მეტეორები სრულიად მოულოდნელად და შეუმჩნევლად იჭრებიან ატმოსფეროში და საკმაოდ ძნელია მათი კონტროლირება განაცხადეს ნასას მეცნიერებმა, როგორც ეს ჩელიაბინსკში მოხდა. უამრავი დიდი ზომის კოსმოსური კლდე მოუახლოვდა დედამიწას და კიდევ მოუახლოვდება, თან უკიდურესად ახლოს, თუმცა როგორც ნასელები ამბობენ ისინი საფრთხეს არ წარმოადგენენ, ამ რაოდენობის მეტეორიტის ცვენა ამ ორი თვის მანძილზე  ჩვეულებრივი მოვლენაა და ეს ყოველ რამდენიმე წელიწადში ერთხელ მეორდება, უბრალოდ ხალხი იმაზე მეტ ყურადღებას უთმობს ვიდრე საჭიროებს… მეცნიერების თქმით, სანერვიულო არაფერი გვაქვს, ცა ჯერ კიდევ დიდ ხანს არ ჩამოგვექცევა თავზე(ასტეროიდები).

http://www.youtube.com/watch?v=U6_FVe1QyJw

 ავტორი: თეო ჯაფარიძე.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.