”დიდი აფეთქების ვარსკვლავი”

 მცირე ზომისა და სიმკრთალის გამო, ვარსკვლავი 2MASS J18082002-5104378 B შეუმჩნეველი რჩებოდა. ამ უძველესი მნათობის დანახვა მისი დიდი და ელვარე კომპანიონის ხარჯზე მოხერხდა(The Astrophysical Journal).

 13,5 მილიარდი წლის ვარსკვლავის აღმოჩენა ნიშნავს, რომ მცირე მასისა და მეტალებით ღარიბი(წყალბადზე და ჰელიუმზე მძიმე ელმენტებს ასტრონომები მეტალებს უწოდებენ) სხვა ვარსკვლავებიც შეიძლება არსებობდეს. დიდი აფეთქების რელიქტები, სამყაროს პირველი ვარსკვლავები, ალბათ სწორედ ასეთები იყო.

2MASS J18082002-5104378 B-სა(ცისფერი) და მზის(მწვანე) ორბიტების შედარება სხვა მსუბუქი ვარსკვლავების(ლურჯი) ორბიტებთან, რომლებიც არა გალაქტიკის დისკოში მოძრაობენ, არამედ მასში გადიან.

 ახლადაღმოჩენილი ვარსკვლავი საკმაოდ უჩვეულოა, რადგან სხვა, მეტალებით ღარიბი მნათობებისგან განსხვავებით, გალაქტიკის ”თხელ დისკოში მდებარეობს, ირმის ნახტომის ისეთ ნაწილში, როგორშიც ჩვენი მზე. აქედან გამომდინარე, მეცნიერები ასკვნიან, რომ ჩვენი გალაქტიკური მეზობლები 3 მილიარდი წლით ხნიერი შეიძლება იყონ, ვიდრე აქამდე ითვლებოდა.

 სამყაროს პირველი ვარსკვლავები მხოლოდ წყალბადის, ჰელიუმისა და ძალიან მცირე რაოდენობის ლითიუმისგან შედგებოდა. ვარსკვლავები ევოლუციონირებდა, მათში მძიმე ელემენტები სინთზირდებოდა, ზეახლად აფეთქების მერე კი მათი შიგნულობა მთელ კოსმოსში იფანტებოდა(სამყაროს პირველი ელემენტები: წყალბადი, ჰელიუმი, ლითიუმი). მნათობთა შემდეგი თაობა სწორედ ამ ელემენტებზე აღმოცენდა. სამყაროს ვარსკვლავთა მეტალურობა ზემოთ ხსენებული დაბადება-გარდაცვალებათა ციკლურობით გაიზარდა.

 2MASS J18082002-5104378 B-ს უკიდურესად მცირე მეტალურობა იმაზე მიუთითებს, რომ კოსმოსურ გენეალოგიურ ხეზე შეიძლება იყოს ვარსკვლავთა ერთი თაობა, რომელიც ჩვენ დიდი აფეთქებისგან გვაშორებს. რეკორდსმენის წიაღში იმდენივე მძიმე ელემენტია, რამდენიც მზის სისტემის ყველაზე პატარა პლანეტა მერკურიში. შედარებისთვის, მზეში მეტალების შემცველობა 14 იუპიტერის შემცველობას უტოლდება.

 ასტრონომებმა ”მეტალებით ულტრაღარიბი” 30-მდე მზეზე მცირე მასის ვარსკვლავი აღმოაჩინეს. რეკორდსმენს კი მზის მასის მხოლოდ14% აქვს.

 თითქმის უხილავი ”მეორეხარისხოვანი” ვარსკვლავი, ასტრონომთა სხვა ჯგუფის მიერ აღმოჩენილ ელვარე ”მთავარ” ვარსკვლავთან შეამჩნიეს. ის ჯგუფი მთავარი ვარსკვლავის სინათლის სპექტრს მაღალი გარჩევადობით სწავლობდა. ბნელი ზოლების არსებობა-არ არსებობით ვარსკვლავის სპექტრში, სხვადასხვა ელემენტების აღმოჩენაა შესაძლებელი – ნახშირბადი, ჟანგბადი, წყალბადი, რკინა და ა.შ. დიდი ვარსკვლავის ქცევიდან გამომდინარე, ასტრონომებს ეგონათ, რომ მასთან ახლოს ნეიტრონული ვარსკვლავი ან შავი ხვრელი უნდა ყოფილიყო, რაც ჯონ ჰოფქინსის სახელობის ფიზიკისა და ასტრონომიის კათედრის დოცენტმა, კევინ შლაუფმანმა და მისმა ჯგუფმა, იქ, პატარა და ძალიან ხნიერი მნათობის აღმოჩენით გამორიცხა. დიდი ვარსკვლავის მცირე ”რყევების” მიხედვით, რასაც პატარას გრავიატციული ზემოქმედება იწვევს, შლაუფმანმა ამ უკანასკნელის მასაც გამოითვალა.

 1990-იან წლებიდან დაწყებული, მენციერები თვლიდნენ, რომ სამყაროს არსებობის ადრეულ ეტაპებზე მხოლოდ მასიური ვარსკვლავები ფორმირდებოდა და ახლა მათი დამზერა შეუძლებელია, რადგან მასიური მნათობები სწრაფდ ევოლუციონირებენ და ზეახლებად ინთებიან.

 იმავე პერიოდში ჩამოყალიბებული გასაკუთრებულად მცირე მასის მქონე ვარსკვლავები ახლაც შეიძლება არსებობდეს. უზარმაზარი ვარსკვლავებისგან განსხვავებით, პატარები გაცილებით მეტი ხანი ცოცხლობენ, წითელი ჯუჯები, როგორსაც 2MASS J18082002-5104378 B-ც მიეკუთვნება – ტრილიონობით წელი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.