რატომ არ უნდა ავაშენოთ ტელესკოპი მთვარეზე?

 კოსმოსური ობიექტების მაქსიმალურად რეალური და სუფთა ფოტოების გადაღება თუ გსურთ, დედამიწა უნდა დატოვოთ და კოსმოსში გახვიდეთ. განათებით დაბინძურება ჩვენ შორს მხედველობას ზღუდავს(კაცობრიობის ერთი მესამედისთვის უხილავი ირმის ნახტომი); ატმოსფერო გარჩევადობის შესაძლებლობასა და მკაფიო გამოსახულების მიღებაში გვეწინააღმდეგება; მზე და დეამიწა კი ჩვენი თვალთახედვის არეს ამცირებს, დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან.

 თუ ამდენი დაბრკოლებაა, რატომ არ უნდა ავაშენოთ ტელესკოპი მთვარეზე? დაუჯერებელია, მაგრამ ეს ცუდი იდეაა. მას მხოლოდ ერთი დადებითი მხარე აქვს. და აი რატომ.

 ერთი შეხედვით, მთვარე საუკეთესო ადგილად შეიძლება მოგვეჩვენოს ტელესკოპის განსათავსებლად. ატმოსფერო ფაქტიურად საერთოდ არა აქვს, არც განათებით არის იქაურობა დაბინძურებული. დედამიწიდანაც ისე შორსაა, რომ ადამიანის მიერ ინიცირებული ყველა ხელისშემშლელი სიგნალი შესუსტებულია. ზეგრძელი ღამეები კი ერთ ობიექტზე ძალიან დიდი ხნით დამზერის საშუალებას იძლევა. არის მყარი გრუნტი და ალბათ, არც გიროსკოპები და დასამიზნებლად მოსაბრუნებელი ბორბლები დაგვჭირდება. თითქოს, ყველაფრი მზამზარეულია, მაგრამ…

 კარგად დაფიქრების მერე, იმაზე, თუ როგორ ბრუნავს მთვარე ჩვენი პლანეტის გარშემო, მთლიანად სისტემა დედამიწა-მთვარეზე, რომელიც მზის გარშემო თვითონაც ბრუნავს, რიგ პრობლემებს აღმოვაჩენთ, რომლებსაც ეს იდეა აუცილებლად წააწყდება.

 მთვარის რომელ მხარეზე უნდა ავაგოთ ტელესკოპი: ახლოზე თუ შორეულ მხარეზე?

 თუ ახლო მხარეზე მოვათავსებს, დედამიწა ყოველთვის პირდაპირი თვალთახედვის არეში იქნება – დიდი დაყოვნების გარეშე შვეძლებდით გადმოცემული სიგნალის მიღებას და პირიქით, ტელესკოპში ჩატვირთვას, ერთად-ერთი დაბრკოლება თვითონ სინათლის სიჩქარე იქნებოდა. სამაგიეროდ, დედამიწიდან გამოსხივებული რადიო ტალღები მუდმივად გასათვალისწინებელი პირობა იქნებოდა.

მთვარის ბრუნვა თავისი ღერძის გარშემო, დედამიწის ირგვლივ მის ბრუნვასთან არის სინქრონიზებული, ამიტომ დედამიწელების მხარეს ყოველთვის კარგად ნაცნობი, ხილული მხარით არის მობრუნებული. ეს მკაფიო გამოსახულება, შედგენილი „მთვარის ორბიტული მზვერავის“ მიერ გადაღებული ფოტოებით, მთვარის მეორე მხარეს სრულად წარმოგვიდგენს, ის, 15 ათასზე მეტი სურათისგან შექმნილი, მთვარის მთლიანი გამოსახულების მოზაიკის ნაწილია. მაღალი გარჩევადობის ფოტოებზე წრფივი მასშტაბი 100 მეტრს შეესაბამება პიქსელზე. ეს უსწორმასწორო და შეჯახებებით დანაწევრებული უხილავი მხარე, სრულიად არ ჰგავს ხილულს, რომელიც ბნელი და ვაკე მთვარის „ზღვებით“ არის დაფარული. როგორც ჩანს, მეორე მხარეზე ქერქი უფრო სქელია და გამდნარ ნივთიერებებს ზედაპირზე ამოდინება უძნელდებოდა, რათა სწორზედაპირიანი „ზღვები“ წარმოექმნა.

 შორეულ, დედამიწიდან ყოველთვის საპირისპიროდ მიმართულ მხარეზე ხარვეზები არ არის, მაგრამ ვერც პირდაპირი კავშირი გვექნება. ან ორბიტული თანამგზავრით უნდა დავუკვშირდეთ ობსერვატორიას, ან აქეთ მომართულ მხარეზე უნდა გავიყვანოთ კავშირგაბმულობა.

 მთვარეძვრა – დღევანდელი დღისთვის, მთვარე არის ერთად-ერთი სხეული, დედამიწის მერე, რომლიდანაც სეისმური მონაცემებია მიღებული. 1969 წლის 21 ივლისს, მთვარეზე პირველად დაყენდა სეისმოსადგური(”აპოლო 11”/ა.შ.შ, NASA). მან იმავე წლის 27 აგვისტომდე იმუშავა, რის შემდეგაც მწყობრიდან გამოვიდა და მუშაობაც შეწყვიტა. მთვარის უწყვეტი სეისმო დაკვირვებები 1969 წლის 19 ნოემბრიდან დაიწყო, როცა მის ზედაპირზე ”აპოლო 12” დაეშვა. შემდეგი ორნახევარი წლის მანძილზე, მთვარის ხილულ ზედაპირზე კიდევ სამი სეისმოსადგური განთავსდა(”აპოლო 14, 15, 16”). ამგვარად, შეიქმნა მთვარის ”მოსასმენი” სადგურების ქსელი. სეისმური მონაცემების ჩაწერა 1977 წელს შეჩერდა, რადგან იმ დროისთვის ინფორმაციის დიდი მოცულობა დაგროვდა, თან ექსპერიმენტის გაგრძელება დიდი დანახარჯების გამო აღარ იყო მიზანშეწონილი(პლანეტები სეისმოგრაფის ლენტზე; მთვარის ქერქი ფორებიანი აღმოჩნდა).

 გგონიათ, რომ დედამიწისეულ მოქცევებს მთვარე განაგებს? მოქცევის ძალები, რომლებითაც დედამიწა მთვარეზე ზემოქმედებს 20-ჯერ ძლიერია იმაზე, რომლითაც მთვარე ჩვენს პლანეტაზე მოქმედებს. ამიტომ, მთვარეძვრები იქ სულ ხდება.

 მოძრაობს რა დედამიწის გარშემო, მთვარე ყოველთვის 3%-ით უფრო ახლოს არის დედამიწის ზედაპირის იმ ნაწილთან ,რომლის მხარესაც მდებარეობს. ეს მხარე 7%-ით უფრო ძლიერად მიიზიდება, ვიდრე საპირისპიროდ მდებარე. მოქცევის ძალად წოდებული ეს ძალა, დეფორმაციას უკეთებს მთელ დედამიწას. ამის გამო ზედაპირზე ჩნდება მცირე ზომის(30 სმ) ამოზნექილობები, რომლებიც მთვარის მოძრაობის მიმართულებით მოძრაობს. წყალი თხევადი ნივთიერებაა და მასზე ეს ეფექტი უფრო შესამჩნევია, ვიდრე დედამიწის მყარ ქერქზე. ვიწრო ყურეებში წყლის მოქცევის ტალღა 10 მეტრამდეც კი იზრდება. GPS–ით და ლაზერული სიმაღლის საზომი საშუალებებით კოსმოსიდან, ამ მოძრავი, მოქცევის ტალღის ზომებისდაფიქსირება მილიმეტრული სიზუსტით ხდება).

 ტემპერატურა. დედამიწის მიერ მოქცევის ძალით ბლოკირებული მთვარე ძალიან ნელა ბრუნავს, ჯერ 14 დღეა მზით განათებული, მერე ამდენივე ხნით ექცვა კოსმოსურ წყვდიადში. დღე ზედაპირი 100 გრადუსზე მეტად ცხელდება, ღამე კი -173-მდე. ასეთი მერყეობა ტელესკოპისთვის უდიდესი პრობლემა იქნებოდა, განსაკუთრებით, ოპტიკურ დიაპაზონებში დამზერისას. მთვარეზე მხოლოდ ერთი ტელესკოპია, რომელიც მუშაობს ულტრაიისფრი დიაპაზონის გრძელტალღიან ნაწილში, მას დედამიწის ატმოსფერი მთლიანად შთანთქავს.

 2009 წელს, მთვარის ორბიტაზე მოძრავმა თანამგზავრმა – LRO), მზის სისტემის ყველაზე ცივი წერტილი აღმოაჩინა, სულ ახლოს დედამიწასთან, მთვარის ერთ-ერთ მუდმივად ჩრდილში მოქცეულ კრატერში – 33 კელვინი(-240 გრადუსი ცელსიუსით). დედამიწაზე, ყველაზე დაბალი ტემპერატურა ანტარქტიდაზე დაფიქსირდა -93,2°С.

 არსებობს ერთი სპეციფიური რამ, რასაც ამ თვალსაზრისით მთვარე გვთავაზობს: რადიო ტელესკოპები. დედამიწა წარმოუდგენლად ”ხმამაღალი რადიო წყაროა”, ბუნებრივი და ადამიანის მოღვაწეობით გაჩენილი რადიო სიგნალებისა, რომლებიც მთელ მზის სისტემას განჭოლავს. მთვარე, მისი მეორე მხარე, რადიო სიგნალებს აქეთ მოქცეული ”ზურგის” მთელი სისქით შთანთქავს. საუკეთესო ადგილია სუსტი სიგნალების მისაღებად, რაც მთავარია, დიდი აფეთქების დროინდელი ექოს, რელიქტური გამოსხივების შესასწავლად(რელიქტური გამოსხივების რუკა “პლანკისგან”). მთვარის მეორე მხრის იქეთ შესული თანამგზავრი მთლიანად კარგავ კავშირს დედამიწასთან. პლანეტიდან გამოსხივებული რადიო სიგნალები იქ ვერ აღწევს – GPS, მიკროტალღური ღუმელი, მობილური კავშირი და Wi-Fi-სიგნალები 100%-ით არის ბლოკირებული.

 მთავარი წინაღობა აქ ფინანსებია, მასალის ტრანსპორტირება, რადგან მთვარის უხილავ მხარეზე რადიო ტელესკოპების მასივის აშენებას მართლაც ასტრონომიული თანხა დაჭირდებოდა(რადიო ობსერვატორია ALMA).

 სანამ დანახარჯის შემცირების ან რაიმ ეუკეთესის შექმნის გზას არ მოვძებნით, რაც ნაკლებად სავარაუდოა, მთვარის ტელესკოპი სხვა ვარიანტებზე უკეთესი ვერ გახდება. სამყარო კი არსად გაიქცევა, გველოდება, როდის ამოვხსნით მის საიდუმლოებებს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.