მზის მდებარეობა გალაქტიკაში

 თანამედროვე შეფასებებით, მანძილი მზიდან გალაქტიკის ცენტრამდე 26 000 ± 1 400 სინათლის წელს უტოლდება. ანუ მზე, გალაქტიკის დისკოს კიდესთან უფრო ახლოსაა, ვიდრე მის ცენტრთან. დანარჩენ ვარსკვლავებთან ერთად მზეც, გალაქტიკის ცენტრის გარშემო ბრუნავს, სიჩქარით 220-240 კილომეტრი წამში(!!!) და ერთ სრულ ბრუნს დაახლოებით 200 მილიონი წელი ანდომებს. ანუ, დედამიწის არსებობის განმავლობაში(4,5 მლრდ. წელი), მზემ მხოლოდ 30-ჯერ შემოუარა ირმის ნახტომის ცენტრს(30 გალაქტიკური წელიწადი).

 მზის სიახლოვიდან, ორი სპირალური მკლავის მონაკვეთების გარჩევაა შესაძლებელი, ჩვენიდან დაახლოებით 3000 სინათლის წლის დაშორებით. მათი სახელები იმ თანავარსკვლავედების მიხედვით იქნა შერჩეული, რომლებშიც ეს მონაკვეთები დაიმზირება – მშვილდოსანი და პერსევსი. მზე ამ ორი სპირალური ტოტის თითქმის შუაში მდებარეობს. შედარებით ახლოს(თუ გალაქტიკური მასშტაბებით ვიმსჯელებთ), ორიონის თანავარსკვლავედში, კიდევ ერთი, ნაკლებად გამოკვეთილი მკლავი მდებარეობს – ორიონი, რომელიც გალაქტიკის ერთ-ერთი ძირითადი მკლავის განშტოებად ითვლება.

 მზის მოძრაობის სიჩქარე გალაქტიკის ცენტრის გარშემო, სპირალური მკლავის წარმომქმნელი შესქელების ტალღის სიჩქარეს ემთხვევა. მთლიანობაში, ვარსკვლავებისგან განსხვავებით, მკლავები ერთი კუთხური სიჩქარით მოძრაობენ, ამიტომ დისკოს მთელი ვარსკვლავური დასახლება ხან სპირალურ მკლავშია, ხან მის გარეთ. ერთად-ერთი ადგილი, სადაც ვარსკვლავებისა და მკლავების სიჩქარეები ერთნაირია, ე.წ. კოროტაციული წრეა და სწორედ მასზე მოძრაობს მზეც.

 დედამიწისთვის, ეს გარემოება უმნიშვნელოვანსია, რადგან სპირალურ მკლავებში ბობოქარი პროცესები მიმდინარეობს, სიცოცხლისათვის დამღუპველი მძლავრი გამოსხივების წარმოქნით, რომლისგანაც ვერანაირი ატმოსფერო ვერ დაგვიცავდა. ჩვენი პლანეტა შედარებით წყნარ ადგილზე მდებარეობს, უკვე ასეულ მილიონობით(ან მილიარდობით) წელია და ეს კოსმოსური კატაკლიზმები არ შეხებია. შესაძლებელია, სწორედ ამიტომ შეძლო აქ გაჩენა და არსებობის გაგრძელება სიცოცხლემ(მომაკვდინებელი გამა-ანთებები; ზოდიაქოს ნათება და ირმის ნახტომი).

One comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.