50%-ით დიდი ირმის ნახტომი

 ახალი კვლევის მიხედვით, რომლის მსვლელობისას მეცნიერებმა გალაქტიკის საზღვრებთან აქამდე უცნობი კონცენტრული „ტალღები“ აღმოაჩინეს, ირკვევა, რომ ირმის ნახტომი 50%-ით მეტი ზომის შეიძლება იყოს, ვიდრე ითვლებოდა. ასეთ დასკვნამდე მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი, ჰაიდი ჯო ნიუბერგის ხელმძღვანელობით, 2002 წელს ცის სლოანისეული დამზერით(SDSS) მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით მივიდა.

 „ირმის ნახტომის დისკო სულაც არ არის ბრტყელი. დისკოს კიდეზე ტლღისმაგვარ სტრუქტურებს ვხედავთ. ამ ტალღისებრი რგოლების სიმაღლე გალაქტიკის ცენტრიდან დაშორებასთან ერთად იზრდება. ჩვენ შევძელით გაგვერჩია ოთხი ტალღა გალაქტიკის იმ ნაწილში, რომელშიც ისინი მზიდან პერიფერიებისკენ ვრცელდებიან. კვლევა მომავალშიც გაგრძელდება და მსგავს სტრუქტურებს ალბათ ყველგან აღმოვაჩნთ“ – ამბობს ჰაიდი ნიუბერგი.

 ამ ტალღისებრი წარმონაქმნების გათვალისწინებით, რომლებიც ადრე რგოლები გვეგონა, ირმის ნახტომის სიგანე 100-დან 150 ათასამდე სინათლის წლის ზომამდე გაიზრდება.

 მონაცემთა საფუძვლიანი ანალიზის მერე, ოთხი ასეთი ანომალია იქნა აღმოჩენილი, პირველი მზიდან 2 კილოპარქსეკის, მეორე 4-6 კილოპარსეკის, მესამე 8-10 და მეოთხე 12-16 კილოპარსეკის მანძილზე. მარტორქას ცნობილი რგოლი მესამე ანომალიის ნაწილია, ვარსკვლავთა რაოდენობის ზრდის მესამე ტალღის ნაწილი. ამ ტალღამ გალაქტიკის სპირალურ მკლავებში გაიარა, რაც ჯუჯა გალაქტიკის ან ბნელი მატერიის გრავიტაციული ზემოქმდებით იყო გამოწვეული. წყალში ჩავარდნილი ქვისგან გაჩენილი ტალღების მსგავსად.

 მალე, მეცნიერები აპირებენ, მარტორქას რგოლისა და სხვა კონცენტრული წარმონაქმნების უფრო ზუსტი სამგანზომილებიანი რუკა შეადგინონ, რაც ირმის ნახტომის სპირალური მკლავების კიდეების შესახებ სრულ წარმოდგენას შეუქმნის მათ. ამისათვის ისინი, ევროპის კოსმოსური სააგენტოს ორბიტალური ტელესკოპის – Gaia-ს მიერ გადმოცემულ მაღალი გარჩევადობის ფოტოებსაც გამოიყენებენ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.