ანემიური NGC 4921

 რამდენად შორსაა სპირალური გალაქტიკა NGC 4921? ითვლება, რომ იქამდე მანძილი 310 მილიონი სინათლის წელია. მეტი სიზუსტით შეფასების შემთხვევაში, NGC 4921-ის ჩვენგან დაშორების უკვე ცნობილი სიჩქარისა და მანძილის ერთმანეთთან შედარებით, მთელი დამზერადი სამყაროს გაფართოების სიჩქარისა და მანძილებს შორის კავშირის უკეთ კალიბრირებასაც შევძლებთ. ამის განსახორციელებლად, კოსმოსურმა ტელსკოპმა – ”ჰაბლი”, NGC 4921-ის აქ წარმოდგენილი გამოსახულება გადაიღო, რომელზეც მანძილების ყველაზე საიმედო ინდიკატორების – ცეფეიდების (ჰაბლის კანონი, ცეფეიდები) იდენტიფიცირება უნდა მოხდეს (დამოკიდებულება პერიოდი-ნათობა). გალაქტიკა NGC 4921, კომას სახელით ცნობილი გალაქტიკური გროვის ნაწილია, ობიექტამდე ზუსტი მანძილის დადგენა, ახლო სამყაროს ერთ-ერთ უდიდეს გალაქტიკურ გროვამდე მანძილის დაზუსტებაშიც დაგვეხმარება. NGC 4921-ს ”ანემიურსაც” უწოდებენ, ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესების დაბალი ტემპის გამო, აქვს სუსტი ზედაპირული ელვარება. ცენტრიდან კიდეებისკენ, ჩანს ელვარე ბირთვი, ელვარე ცენტრალური ბარი (სპირალების შემაერთებელი ვარსკვლავური ხიდი), კარგად შესამჩნევი მტვრის ბნელი რკალი, ახლად ფორმირებული ვარსკვლავების ცისფერი გროვები, რამდენიმე პატარა გალქტიკა-თანამგზავრი, ასევე NGC 4921-თან კავშირის არ ქმონე შორეული გალაქტიკები და ირმის ნახტომის ფონური ვარსკვლავები (გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.