სამყაროს გაფართოების სიჩქარე ისევ არ ვიცით

სამყაროს გაფართოების სიჩქარე ისევ არ ვიცით

მას შემდეგ, რაც 80 წლის წინათ აღმოვაჩინეთ, რომ სამყარო ფართოვდება, სულ ვცდილობთ დავადგინოთ, რამდენად სწრაფად ხედება ეს, თუმცა რაიმე ერთ, ყველასთვის მისაღებ მაჩვენებელზე ვერა და ვერ გავჩერდით. მსხვილმასშტაბიან კოსმოსურ სტრუქტურებსა და უძველეს გამოსხივებაზე დაკვირვებით, როგორიც არის დიდი აფეთქების დროინდელი ნათება და გალაქტიკათა მსხვილმასშტაბიანი კორელაციები, ასეთი რიცხვი მივიღეთ – 67 კმ/წმ/მგპს(67 კილომეტრი წამში მეგაპარსეკზე).

 ცალკეულ ვარსკვლავებზე, გალაქტიკებზე, ზეახლებსა და ა.შ. დაკვირვებით, სხვა რიცხვი მივიღეთ – 74 კმ/წმ/მგპს. განუსაზღვრელობა მაღალია: ±1 პირველისთვის და ±2 მეორე რიცხვისთვის. ამ რიცხვების ერთმანეთთან მორგების სტატისტიკური შანსი კი 0,1%-ზე მცირე გამოდის. ეს წინააღმდეგობრიობა თითქოსდა დიდი ხნის წინათ უნდა გამქრალიყო, მაგრამ მისი სიჯიუტე, სამყაროს გაფართოების აღმოჩენის დღიდან არ განელებულა(ნობელის პრემია ბნელი ენერგიისგან).

 1923 წელს, ედუინ ჰაბლი, მსოფლიოში ყველაზე დიდ ტელესკოპზე მუშაობდა, რათა სხვა ”გალაქტიკებში”(ბრჭყალებში იმიტომ, რომ სხვა გალაქტიკების ნამდვილად არსებობაში მაშინდელი კაცობრიობა დარწმუნებული არ იყო) მდებარე ვარსკვლავები დაენახა. პირველად, მათ შორის ყველაზე დიდი(და ახლოს მდებარე) – M31, იგივე ანდრომედას გალაქტიკა, მოხვდა მის თვალთახედვაში, შემდეგ კი პირველი, მეორე და მესამე ახალი ვარსკვლავებიც დაინხა. იმავე დროს, მეოთხე, იგივე ადგილზე გაჩნდა, სადაც პირველი, რაც წარმოუდგენელი იყო, რადგან ახლების ცვლილებები ასეულობით წლები გრძელდება. ეს ახალი კი ერთ კვირზე ადრე გაჩნდა. აღელვებულმა ჰაბლმა, პირველი ” N” გადახაზა, და ზედ დააწერა – ” VAR!”. მიხვდა, რომ ეს ცვალებადი ვარსკვლავია(variable), რასაც ცვალებადი ვარსკვლავების ფიზიკის გაჩენა მოჰყვა თან. ჰაბლმა, ანდრომედამდე მანძილი გაზომა. დაამტკიცა, რომ ის არაგალაქტიკური, ანუ ირმის ნახტომის გარეთ მდებარე სხვა გალაქტიკაა.

  ჰაბლი, სპირალურ გალაქტიკებში არსებულ ცვალებად ვარსკვლავებზე აგრძელებდა დაკვირვებას. წანაცვლებული სპექტრული ხაზების გარდა, მან შეამჩნია, რომ რაც უფრო შორს იყო გალაქტიკა, მით უფრო სწრაფად გვშორდებოდა ის. მან არა მარტო აღმოაჩინა ეს კანონი, რომელიც მისსავე სახელს ატარებს, არამედ გაფართოების სიჩქარეც პირველმა გაზომა. მიღებული რიცხვი ძალიან დიდი გამოუვიდა, ისეთი დიდი, რომ დიდი აფეთქება 2 მილიარდი წლის წინ მომხდარი გამოდიოდა. აშკარაა, რომ ამას არავინ დაიჯერებდა, რადგან გეოლოგიური მოწმობები გვაქს იმისა, რომ მარტო დედამიწის ასაკია 4 მილიარდ წელზე მეტი.

 1943 წელს, ასტრონომი ვალტერ ბაადე, ირმის ნახტომის გარეთ მდებარე ვარსკვლავებს იკვლევდა და მნიშვნელოვანი რამ შეამჩნია: ჰაბლის გამოყენებული ცვალებადი ვარსკვლავების(ცეფეიდები; დამოკიდებულება პერიოდი-ნათობა) ქცევა განსხვავებულია. აღმოჩნდა, რომ ჰაბლის მუდმივას არც ისე დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც თვითონ ჰაბლმა დაადგინა. ესეიგი, ახლანდელი ზომის მისაღებად, სამყროს მეტი დრო დასჭირდა. კოსმოსის ასაკმა, როგროც იქნა, დედამიწისას გადააჭარბა და ეს უკვე კარგის ნაშანი იყო. შემდგომი დასზუსტებებით, ჰაბლის მუდმივა სულ უფრო მცირდებოდა, სამყაროს ასაკი, შესაბამისად, იზრდებოდა. საბოლოოდ, სამყაროს ასაკში, ყველაზე უფრო ხნიერი ვარსკვლავების ასაკიც კი ჩაიძირა(მათუსალას ვარსკვლავის შესახებ).

 ამით ეს ისტორია არ მთავრდება. ედუინ ჰაბლის სახელობის ორბიტალური ტელესკოპის გამოჩენამდე(1990 წ.), ასტრონომები ორ ბანაკად იყვნენ გაყოფილნი: ერთი, ალან სენდიჯის მეთაურობით, სამყაროს გაფართოების სიჩქარით – 50 კმ/წმ/მგპს. და ასაკით 16 მილიარდი წელი; მეორე, ჟერარ დე ვოკულერისეული 100 კმ/წმ/მგპს. და ასაკით 10 მილიარდი წელი.

 ”ჰაბლის” ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, ამ საკამათო რიცხვის დაზუსტება იყო და მან ეს მოახერხა კიდეც – 72 კმ/წმ/მგპს. თუ სამყაროს ყველაზე უფრო დიდ მასშტაბებზე შევხედავთ, რელიქტური გამოსხივების ფლუქტუაციასა და ბარიონულ ოსცოლაციებს გალაქტიკათა კლასტერიზაციაში(გროვებად დაჯგუფებაში), მუდმივა კიდევ უფრო დაიკლებს: 67 კმ/წმ/მგპს.

 თუ ჩვენი გალაქტიკისა და სხვა გალაქტიკების ცალკეულ ვარსკვლავებს დავაკვირდებით, ზედ ზეახლებსაც დავამატებთ, მეტ მნიშვნელობას მივიღებთ: 74 კმ/წმ/მგპს. ნებისმიერ უმცირეს შეცდომასაც კი შეუძლია ყველაფერი შეცვალოს. ევროპის კოსმოსური სააგენტოს მისია – Gaia(ნელა ფართოვდება…), რომელიც უკვე მუშაობს, ჩვენი გალაქტიკის მილიარდობით ვარსკვლავის ზუსტ პარალაქსს(მანძილები კოსმოსურ ობიექტებამდე) დაადგენს, რითაც ზემოთ ხსენებული დაძაბულობა თავისით შეიძლება განიმუხტოს.

 მეცნიერთა ორივე ბანაკი თავისი სიმართლის დამტკიცებასა და მოწინააღმდეგეს მიერ დაშვებული შეცდომების აღმოჩენას აგრძელებს. ამასობაში, კიდევ ბევრ საინტერესო სიახლეს შევიტყობთ ჩვენი სამყაროს შესახებ, როცა ეს საკითხი გადაწყდება, თუმცა კამათი კიდევ დიდი ხნით შეიძლება გაგრძელდეს(მაინც რა ასაკისაა სამყარო?; რა ზომისაა ჩვენი სამყარო?; კოსმოლოგიური კონსტანტას ახლებური ახსნა).

Show Comments Hide Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *