ფრიც ცვიკი(Fritz Zwicky) და ვალტერ ბაადე(Valter Baade)

 შვეიცარიული წარმოშობის ამერიკელი ასტროფიზიკოსი, 1898 წლის 14 თებერვალს, ბულგარეთის ქალაქ ვარნაში დაიბადა.

 ცვიკი, ამერიკის შეერთებული შტატებში, კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (კალტეჩ) მუშაობდა (1925 წლიდან), სადაც  თეორიული და დამზერითი ასტრონომიის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. სწავლობდა გალაქტიკათა ურთიერთქმედებას, ასევე ნეიტრონულ ვარსკვლავებს (გერმანელ ვალტერ ბაადესთან ერთად დაადგინა, რომ ნეიტრონულები, ზეახალი ვარსკვლავების ნარჩენებია). 1937 წელს, გრავიტაციული ლინზირების მოვლენის უშორეს ობიექტებზე დასაკვირვებლად გამოყენების  იდეა წამოაყენა.

grav linz meqanizmi ცვიკის ყველაზე უფრო გამორჩული ნაშრომი დამალულ მასას ეხება, რომელზეც ის XX საუკუნის ოცდაათიან წლებში მუშაობდა. ამ თეორიის მიხედვით, სამყაროს მასის (”პლანკის” კოსმოლოგიური შედეგები) ძირითადი ნაწილი ე.წ. ბნელ მატერიაზე მოდის – უხილავ ნივთიერებაზე, რომელიც ხილულ ნივთიერებასთან მხოლოდ გრავიტაციულ ურთიერთქმედებაში შედის. ამ მატერიის მასა, ყველა დამზერადი ობიექტების მასაზე გაცილებით მეტია. ასევე, თეორიის თანახმად, გალაქტიკების ხილული კიდეების მიღმა (მათ შორის ირმის ნახტომისაც) უხილავი ბნელი მატერიაა თავმოყრილი, ე.წ. ბნელი ჰალო. დამალულ მასას შავი ხვრელები და ყავისფერი ჯუჯებიც (გაზისგან შემდგარი ობიექტები შუალედური მასებით ვარსკვლავებსა და პლანეტებს შორის) მიეკუთვნება. დამალული მასის პრობლემაზე მუშაობა წინა საუკუნეში დაიწყო და ახლაც გრძელდება (ბარიონული და არაბარიონული ბნელი მატერია).

 1930-40 წლებში, კოლეგები ჯამბაზად აღიქვამდნენ ცვიკის, ასტრონომთა მომავალმა თაობამ კი მისი გენია აღიარა. „როცა ცვიკი გავიცანი, სერიოზულად იყო დარწმუნებული, რომ მას აბსოლუტური ცოდნისკენ მიმავალი საკუთარი გზა ჰქონდა, ხოლო სხვები ცდებოდნენ“ – ამბობდა უილიამ ფოულერი, კალტეჩის ყოფილი სტუდენტი. ჯესი გრინშთაინი, ცვიკის კოლეგა ორმოციანი წლების დასაწყისიდან, მას იხსენებს, როგორც „თავის თავში დარწმუნებულ გენიოსს… უდავოდ, მას ნამდვილად ექსტრაორდინარული აზროვნება ჰქონდა. თუმცა, ამასთან ერთდ, რასაც თვითონ არ აღიარებდა, უხეში და თავშეუკავებელი იყო. ფიზიკის კურსის ჩატარებისას, მსმენელისგან მხოლოდ აღიარებას ელოდა. მხოლოდ მათ ცნობდა, ვინც მის იდეებში გარკვევას ახერხებდა… კალტეჩის ფიზიკის მასწავლებელთაგან განდეგილს, კარგი თვალით არც ინსტიტუტის ადმინისტრაცია უყურებდა. მისი პუბლიკაციები სხვა ადამიანებზე მწვავე თავდასხმებით გამოირჩეოდა“.

 რობერტ მილიკენმა, რომელმაც კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი უძლიერეს სამეცნიერო ინსტრუმენტად აქცია, ცვიკი, კრისტალების ატომთა კვანტურ-მექანიკური თვისებების შესასწავლად აიყვანა. თუმცა მან 20-30-იან წლებში ასტრონომიაში ჩაძირვა დაიწყო. პასადენაში, სადაც ეს ინსტიტუტი მდებარეობს, მაშინდელი ყველაზე დიდი ტელესკოპი-რეფლექტორიც ჰქონდათ, მაუნთ ვილსონის ობსერვატორიაში, 2,5 მეტრი დიამეტრის სარკით.

valter baade
ვალტერ ბაადე(1893-1960)

 1931 წელს ცვიკი, ვალტერ ბაადეს დაუახლოვდა, რომელიც უძლიერესი ასტრონომი-დამკვირვებელი იყო. მათ საერთო კულტურული ბაზა ჰქონდათ: ბაადე გერმანელი იყო, ცვიკი შვეიცარიელი, გერმანული მათთვის მშობლიურ ენას წარმოადგენდა. ურთიერთ პატივისცემა თავიანთივე გამორჩეული შესაძლებლობების გამო გაუჩნდათ, თუმცა ყველაფერი საერთო, ამით იყო შემოფარგლული. ბაადეს სულ სხვანაირი ტემპერამენტი ჰქონდა. ის მოკრძალებული, ამაყი, არაკონტაქტური და უნივერსალურად განათლებული იყო, კოლეგათა უცნაურობების მიმართ მომთმენი. მის მოთმინებას ცვიკი რამდენიმე წლიწადი ცდიდა, მეორე მსოფლიო ომის დაწყების დროს ისინი საბოლოოდ დაშორდნენ. „ცვიკი ნაცისტს ეძახდა ბაადეს, ხოლო ბაადე ამბობდა, რომ შეიძლება მომკლასო. ამ წყვილის ერთ ოთახში ყოფნა ძალიან საშიში ხდებოდა“ – იხსენებს ჯესი გრინშთაინი 🙂 .cviki ok

 ბაადემ ყველა მონაცემს მოუყარა თავი, რაც ასწლეულის დასაწყისში აღმოჩენილი ექვსი ზეელვარე ზეახლების შესახებ არსებობდა. ისინი  გალაქტიკებამდე მანძილების არსებულ მონაცემებთან გააერთიანა, რომლებშიც ეს ზეახლები მდებარეობს და გამოითვალა, რა რაოდენობის სინათლეს უშვებს ზეელვარე ზეახალი. შედეგი შთამბეჭდავი აღმოჩნდა: აფეთქების დროს ასეთი ვარსკვლავების სიკაშკაშე 100 მილიონჯერ მეტი იყო მზისაზე!(დღეს უკვე ვიცით, ისევ და ისევ ბაადეს შრომებიდან გამომდინარე, რომ გალაქტიკებამდე მაშინდელი გამოთველბით მიღებული მანძილები დაახლოებით ათჯერ იყო შემცირებული, შესაბამისად, ზეელვარე ზეახლების ნათება 10 მილიარდჯერ მეტია მზისაზე).

 უკიდურესობების მოყვარული ცვიკი ზეახლებით იყო მოჯადოებული. სწორედ ბაადემ და ცვიკიმ, ურიცხვი რაოდენობის განხილვების მერე, ამ ვარსკვლავებს ზეახლები უწოდეს. ყოველი ზეახალი, როგორც ისინი ვარაუდობდნენ, ჩვეულებრივი ვარსკვლავის აფეთქებით ჩნდება. ცვიკიმ არ იცოდა, რა იწვევდა ვარსკვლავის ბირთვის ნეიტრონულ ვარსკვლავემადე შეკუმშვის ინიცირებას, ამიტომ არ შეეძლო შეეფასებინა, რამდენ ხანს გრძელდებოდა იგი(მხოლოდ 60-იან წლებში დადგინდა, რომ გრავიტაციული ძალების ზემოქმედებით, ეს შეკუმშვა სულ რაღაც რამდენიმე წამში ხდება).

 გარდა ამისა, ცვიკიმ არც ის იცოდა ზუსტად, როგორ ახდენდა შეკუმშვის პროცესში გამონთავისუფლებული ენერგია ზეახლის ანთებას, რატომ ანათებდა აფეთქების პროდუქტები ასე ელვარედ რამდენიმე დღის განმავლობაში, რატომ რჩებოდა საკმარისად კაშკაშა თვეების, არა საათებისა თუ წამების განმავლობაში. მან იცოდა (ან ფიქრობდა, რომ იცოდა), რომ ნეიტრონული ვარსკვლავის წარმოქმნისას დიდი რაოდენობით ენერგია გამოიყოფა და ეს ყველაფერი იყო ის, რაც მას კვლევებისთვის სჭირდებოდა (ზეახალი ვარსკვლავი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.