დედამიწის ადრეული გაცივების მტკიცებულება

 ავსტრალიის კლდოვან ქანებში ცირკონის ნატეხი იქნა ნანახი, რომელიც დედამიწის სიცოცხლისთვის თავსებად პლანეტად ქცევის შესახებ მოგვითხრობს (news.wisc.edu).

 მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფი, ჯონ უელის ხელმძღვანელობით, ვისკონსონის უნივერსიტეტიდან მედისონში (ა.შ.შ.) ამტკიცებს, რომ დედამიწის ქერქმა ჩამოყალიბება მზის სისტემის გაჩენიდან სულ რაღაც 160 მილიონი წლის მერე დაიწყო. ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ცეცხლოვანი ბურთი, დაფარული მაგმის ოკეანით, გაცივებულიყო.

 კვლევა ამტკიცებს, რომ ავსტრალიის დასავლეთში, ჯეკ-ჰოლის რეგიონში ნაპოვნი ცირკონი 4,4 მილიარდი წლის წინათ კრისტალიზდა. წინა კვლევები, დაფუძნებული ტყვიის იზოტოპებზე, ამ თარიღს უკვე იძლეოდა, რითაც ამ ნიმუშების უძველესობა მტკიცდებოდა (დათარიღება).

 მიღებული მონაცემები ადრეული ცივი დედამიწის ჰიპოთეზას ადასტურებს, რომლის მიხედვითაც, პლანეტის ფორმირებიდან რამდენიმე ასეული მილიონი წლის მერე, მაგმის ოკეანე მყარ ქერქად გადაიქცა და დაბალი ტემპერატურა, თხევადი წყლის არსებობას უზრუნველყოფდა. ამ მოდელის თანახმად, დედამიწამ ჰიდროსფერო 4,3 მლრდ. წლის წინათ შეიძინა, რის მერე, სიცოცხლეც მალევე გაჩნდა (პლანქტონი 3 მილიარდი წლის ქანებში).

 სამუშაო ტარდებოდა ატომურ-ზონდური ტომოგრაფიით, ახალი მეთოდით, რომელიც მეორადი იონების მასსპექტრომეტრიასთან ერთად მეცნიერბს საშუალებას აძლევდა ცირკონის ტემპერატურული ისტორია დაედგინათ, ტყვიის ცალკეული ატომების მასის დადგენით ნიმუშში. მოლოდინის მიუხედავად, ტყვიის ატომები ცირკონში შემთხვევით კიარ იყო განაწილებული, არამედ შეწებდა, როგორც „ქიშმიში პუდინგში“, ამბობს უელი.

 ტყვიის ატომთა გროვები ცირკონის კრისტალიზაციიდან 1 მლრდ. წელიწადში წარმოიქმნა: იმ მომენტისთვის რადიოაქტიური ურანის დაშლამ ტყვიის ატომთა ფორმირება გამოიწვია, რომლებიც შემდეგ, მეორადი გაცხელების დროს, გროვებად შეიკრიბა. „ცირკონის ფორმირება 4,4 მლრდ. წლის წინათ მოხდა, ხოლო 3,4 მლრდ. წლის წინათ მთელი ტყვია, რომელიც იქ იმ დროისთვის გაჩნდა, ამ ცხელ წერტილებში კონცენტრირდა. ამით ჩვენ ტემპერატურული ისტორიის ახალი ფურცლის წაკითხვა მოვახერხეთ, რომელიც ცირკონის პატარა დროის კაფსულებში ჩაიწერა“ – განმარტავს უელი.

 ამ ჩანართების წარმოქმნა, იზოტოპებისა და ზომების თანაფარდობა (50 ატომზე ცოტა დიამეტრში) – თავისებური ქრონომეტრია, აღნიშნავს უელი, რომელიც ახლანდელი გეოქრონოლოგიის მეთოდთა მართებულობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. ამასთან ერთად, მეცნიერებმა ჟანგბადის იზოტოპების თანაფარდობაც დაადგინეს, რითაც დედამიწის ადრეული ჰომოგენიზაციისა (დროში მედეგი ერთგვაროვანი სტრუქტურა) და შემდგომი გაცივების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

dedamicis axali istoria

 „პლანეტა, მზის სისტემის დიდი რაოდენობით ჰეტეროგენური (სხვადასხვაგვარი, სხვადასხვა ტიპის) მასალით იქნა შექმნილი“ – ამბობს უელი და აღნიშნავს, რომ ადრეულმა დედამიწამ ინტენსიური მეტეორიტული ბომბარდირება გადაიტანა, მათ შორის, მარსის ზომის ობიექტთან შეჯახება 4,5 მლრდ. წლის წინათ, რამაც მთავრის ფორმირება გამოიწვია, ხოლო დედამიწა გადნა და ჰომოგენიზირდა. შემდეგ, მაგმის ოკეანეები გაცივდა, რაც პლანეტის ძალიან ადრეულ წარსულში ხდებოდა (მაინც რა ასაკისაა სამყარო?).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.