კოსმოლოგიის სტანდარტული სანთელების გადაჭარბებული სტანდარტულობა თეთრი ჯუჯა გიგანტ კომპანიონს გაზს "პარავს".

კოსმოლოგიის სტანდარტული სანთელების გადაჭარბებული სტანდარტულობა

 Ia-ას ტიპის ზეახლები თნამედროვე კოსმოსლოგიის „სტანდარტული სანთლებია“, სწორედ მათი საშუალებით დადგინდა სამყაროს აჩქარებული გაფართოება და ამ აღმოჩენიდან გამომდინარე, ბნელი ენერგიის არსებობა(1).

 როგორც ყოველთვის, შემდეგ, რაღც გამონაკლისები უნდა გამოვლინდეს ხოლმე, თუმცა მთლიანობაში Ia-ს ტიპის ზეახლებს ნამდვილად სტანდარტული ნათობა გააჩნია. ამჯერად, დადგინდა, რომ ეს ნათობა გადაჭარბებულად სტანდარტულია.

 ასეთი ზეახლების ერთნაირობა იმაზეა დაფუძნებული, რომ Ia-ს აფეთქება მაშინ ხდება, როცა თეთრი ჯუჯას მასა, რომლიდანაც ეს აფეთქება საწყისს იღებს, 1,38 მზის მასას გადააჭარბებს, რაც ჩანდრასეკარის ზღვარს წარმოადგენს. რადგან აფეთქება ერთნაირ საწყის მასაზე ხდება, მაშინ აფეთქების ელვარებაც ერთნაირი უნდა იყოს. აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ბოლომდე ასე არაა.

standartulebi ustandartesebiსხვადასხვა მასების თეთრი ჯუჯების აფეთქებებს რატომღაც ერთნაირი ნათობა აქვთ.

 არა, ელვარება ისევ ერთნაირია, თუმცა ჩანდრასეკარის ზღვარმა დამზერით დადგენილ გამოცდას ვერ გაუძლო. მეცნიერთა ჯგუფმა რიჩარდ სკალზოს მეთაურობით, ავსტრალიის ნაციონალური უნივერსიტეტიდან, დაადგინა, რომ Ia-ს ტიპის აფეთქებათა წინამორბედებზე რეალურმა დაკვირვებებმა მათი მასების განსხვავებულობა გამოავლინა. კი, მათი 99% ამ ნიშნულთანაა, 1% კი რაღცნაირად ჩანდრასეკარის ზღვრის გვერდის ავლას მაინც ახერხებს, თან მნიშვნელოვნად.

 პრობლემა, ასეთი ზეახლების მასის დანაკლისიდან დაიწყო. სინამდვილეში, ნორმალური თეთრი ჯუჯას(ნახშირბად-ჟანგბადის) მასა ჩამოყალიბების მერე 1,2 მზისას უნდა უტოლდებოდეს. საიდან ახერხებენ ისინი კიდევ 0,2 მზის მასის დამატებას? ვარსკვლავ-კომპანიონიდან გაზების გადმოქაჩვის სტანდარტული სცენარი პრობლემატურია: უნდა მოხდეს ძალიან ბევრ ფაქტორთა დამთხვევა, რათა მეზობელი ვარსკვლავიდან მნიშვნელოვანი მასების გადმოქაჩვა მოხერხდეს. სამყაროს ვარსკვლავთა ძირითადი ნაწილი არამასიურია, მეზობლიდან გაზების მოპარვაც არაეფექტური: ასეთნაირად, დიდი რაოდენობის გაზების მიღება ვერ მოხერხდება, უფრო მეტი კი იკარგება. ორი თეთრი ჯუჯას შერწყმა(სისტემაში მათი ერთად გაჩენის ალბათობაც ძალიან დაბალია), უკიდურესად ხანგრძლივი პროცესია და მხოლოდ მისი საშუალებით ამდენი Ia ვერ გაჩნდება. „ჩვეულებრივი გზით ჩანდრასეკარისეული მასის დაგროვება ძალიან ძნელია“ – ხაზგასმით ამბობს სკალზო.

 მეცნიერეთა ჯგუფმა სახელად Snfactory, 19 „ნორმალური“ ზეახლის პარამეტრები დაადგინა, რომლებიც ჰავაის უნივერსიტეტის 2,2 მეტრიან ტელესკოპზე დაყენებული სპექტროგრაფით დაიმზირებოდნენ. გაირკვა, რომ მათი რამდენიმე წინამორბდი თეთრი ჯუჯები ჩანდრასეკარის ზღვარზე გაცილებით ნაკლებ მასიურები იყვნენ, თუმცა ნათობა მაინც სტანდარტული ჰქონდათ, არადა ასეთი აფეთქება აშაკარად უფრო მცირე რაოდენობის „საწვავზე“ ხდება.

 რაც კიდევ უფრო უჩვეულოა, აღმოჩნდა, რომ უფრო მასიურ ჯუჯებსაც, რომლებიც ზეახლებად ფეთქდებიან, ასეთივე ნათობა აქვთ. ერთის მხრივ, ეს კარგია, რადგან კოსმოლოგიაში გამოყენებული სტანდარტულ საზომებს საკმაოდ მაღალი საიმედოობა გააჩნიათ. მეორეს მხრივ…

 ეს რომ მოხდეს, წინამორბედი ვარსკვლავი ძალიან სწრაფად მბრუნავი თეთრი ჯუჯა უნდა იყოს, ისე სწრაფად მბრუნავი, რომ თავისი უზარმაზარი მასის გრავიტაცია გადაძლიოს და დროებით თავი დააღწიოს კოლაფსს. ან თეთრ ჯუჯათა წყვილის აფეთქებისწინა შერწყმა უნდა მოხდეს, რაც ნაკლებად შესაძლებელია. არის სხვა თეორიული ფანდებიც, თუმცა კვლევიდან, ძირითადად, ასეთი დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ: „ჩანდრასეკარის ზღვარი უჩვეულოდ გაწელვადია“(თეთრი ჯუჯები; როგორ კვდებიან ვარსკვლავები).

Show Comments Hide Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *