”პლანკის” კოსმოლოგიური შედეგები

”პლანკის” კოსმოლოგიური შედეგები

 ევროპული ”პლანკი” ორბიტაზე 2009 წელს გაიყვანეს, ხოლო ცის მთლიანი სკანირება მან 2010 წელს დაასრულა. მისია დეტექტორების გამაცივებელი თხევადი ჰელიუმის ამოწურვამდე იქნა გაგრძელებული.
მაღალი სიშირის მიმღების გამაცივებელი ჰელიუმი – 3, 2012 წელს გათავდა, ხოლო დაბალსიხშირული ინსტრუმენტის გამაცივებელი ჰელიუმი – 4, უახლოეს მომავალში გათავდება. ინსტრუმენტი ამერიკულ WMAP-ზე ძლიერია, უკეთესი კუთხური შესაძლებლობით, მეტი მგრძნობელობით, სიხშირეთა მეტი დიაპაზონით. ბუნებრივია, მეცნიერები”პლანკის” კოსმოსლოგიური შედეგების გამოცხადებას დიდი ინტერესით ელოდნენ. ასტროფიზიკური შედეგები უკვე გამოცხადდა, მასში ბევრი საინტერესო მასალაა, მაგალითად, გალაქტიკური გროვების შემაერთებელი გავარვარებული გაზები. მთავარი კოსმოლოგიური პრესრელიზი კი 21 მარტს გამოქვეყნდა.
მონაცემთა ხარისხი ნამდვილად დიდებულია. რელიქტური გამოსხივების რუკა გაცილებით მკაფიოა, ვიდრე WMAP-ის. ”პლანკით” შექმნილი მრუდი WMAP-ითა და ზედაპირული მიკროტალღური ტელესკოპებით ერთობლივად მიღებულ სურათს ფარავს. პრეციზიული(მაღალი სიზუსტის) კოსმოლოგია კიდევ უფრო პრეციზიული ხდება, თუმცა, ძირითადად, ”პლანკის” ნაშრომში არაფერი პრინციპულად განსხვავებული არ არის.
წარმოდგენილ იქნა შეცდომათა ინტერვალები რამდენიმე მნიშვნელოვან სიდიდეებზე, WMAP-ისა და ”პლანკის” მონაცემთა ერთმანეთთან მიახლოებით – ოდნავ ცოტა ბნელი ენერგია, ოდნავ მეტი ბნელი მატერია(24%-ის ნაცვლად 26%).
მასმედიაში გაჟღერებული ინფორმაციის შესახებ, სამყაროს ასაკის ”მომატებასთან” დაკავშირებით WMAP-ის შედეგებთან შედარებით, გადამეტებულია, ის უბრალოდ კიდევ უფრო დაზუსტდა – 13,8 მილიარდი წელი, პლიუს – მინუს 30 მილიონი.
ის რაც ფიზიკოსებისთვის არის მნიშვნელოვანი – შემცირებულია ”ნეიტრინოთა” ტიპების ეფექტური რიცხვი. სიტყვა ”ნეიტრინო” ბრჭყალებში იმიტომაა, რომ ნებისმიერი სუსტად ურთიერთქმედი ნაწილაკი შეიძლება მოერგოს ამ როლს. ადრე ნეიტრინოთა ტიპები ოთხად იყო შეფასებული, ახლა – სამად, რომლებიც უკვე ცნობილი არიან. თითქმის ორჯერაა შემცირებული სამი ტიპის ნეიტრინოთა მასური ჯამი: თუ ყველა ძალებს გავითვალისწინებთ – 24 ელექტრონვოლტი(ახალი ინგრედიენტი).
კარგია და მნიშვნელოვანი, რომ ”პლანკმა” WMAP-ის შეფასება სამყაროს სიმკვრივის პირველადი შეშფოთებების სპექტრის დახრილობაზე დაადასტურა. სპექტრის დახრილობის მაჩვენებელი სიბრტყისგან ორივე აპარატის მონაცემთა მიხედვით 0,04-ით არის განსხვავებული, თუმცა ”პლანკმა” ამ გადახრის სტატისტიკური მნიშვნელობა კიდევ უფრო გაზარდა. შედეგების მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ეს თვით სამყაროს გაჩენის აქტს ეხება – კოსმოსლოგიურ ინფლაციას და ამტკიცებს, რომ მეცნიერთა წარმოდგენები მართებულია(ყოვლისშემძლე ინფლაცია).
  გამოქვეყნებულ მასალებში სენსაციების არ არსებობის ”ანაზღაურებას” მონაცემებში ანომალიების არსებობით ცდილობენ. ცივი(ცისფერი) ლაქა დაბლა მარჯვნივ უფრო ცივია, ვიდრე უნდა იყოს. ამ ”საფრთხობელებს”(”ბოროტების ღერძი” კიდევ) დიდი სიხარულით ითვისებენ ჟურნალისტები. სინამდვილეში, ყველა ამ ”ანომალიას” მარგინალური სტატისტიკური მნიშვნელობა გააჩნიათ, ხოლო მონაცემთა ნებისმიერ დიდ მასივში მარგინალური გადახრები ყოველთვის მოიძებნება.
ეს ყველაფერი არ არის. ”პლანკის” მონაცემთა მხოლოდ 2/5-ია დამუშავებული. სიზუსტე კიდევ გაიზრდება, შესაძლებელია, რაიმე მართლაც გასაკვირი გამოვლინდეს. ყველაზე უფრო გამორჩეული, რაც შეიძლება გამოჩნდეს – რელიქტური გამოსხივების პოლარიზაციის რუკაზე რელიქტური გრავიტაციული ტალღების ნიშნები. თუმცა, ამის იმედი არც თუ ისე დიდია.

Show Comments Hide Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *