მეცნიერება და კრეაციონიზმი: მარადიული ბრძოლა

 წლების განმავლობაში წარმატებას ხან ერთი, ხან მეორე მხარე აღწევდა, ასე რომ პატივცემულო მეცნიერებო, ნუ მოდუნდებით (LiveScience).

 თეოლოგიის კათედრები, მართლმადიდებელი მეცნიერების კონფერენციები, მართლმადიდებლური საგანმანათლებლო ცენტრები. ყველაფერი ეს საერო უმაღლეს სასწავლებლებში ბიუჯეტის ფულზე. ქვეყანაში, რომელშიც კონსტიტუცია არაორაზროვანია, რელიგიური გაერთიანებები სახელმწიფოსგან გამოყოფილია და თანასწორი კანონის წინაშე.

 ზოგს ასეთი სიტუაცია სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებულ შეთქმულებად შეიძლება მოეჩვენოს, მოსახლეობის ”გასაშტერებლად” და ა.შ. ზოგიც ფიქრობს, რომ ეს, მხოლოდ საზოგადოებაში გამეფებული სიტუაციის ანარეკლია. ხელისუფლება აკეთებს იმას, რის უფლებასაც აძლევენ: ეს აქსიომაა და ამით მედიტირება რაც შეიძლება ხშირად უნდა მოვახდინოთ.

 კიდევ უფრო მეტ მასშტაბებს თუ ავიღებთ, ეს სიტუაცია, მთელს მსოფლიოს მოიცავს. კი, აკადემიკოსები, რომლებიც წლების განმავლობაში სპილოს ძვლისგან აშენებული კოშკის წვერზე საბჭოთა იდეოლოგების მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ მუშაობდნენ, არ არიან მიჩვეულნი, მეცნიერების გასაჯანსაღებლად, ებრძოლონ იმას, რაც არ არის მეცნიერება, თუმცა პლიურალიზმურ საზოგადოებაში ამის სწავლა იქნება საჭირო.

 მთავარი, რასაც, მაგალითად, ამერიკელები გაგებით ეკიდებიან ისაა, რომ რელიგიის საგანმანათლებლო სფეროდან გამოძევება შეუძლებელია, თუ სკოლაში ან უნივერსიტეტებში მორწმუნე ადამიანები მუშაობენ, მათ შორის ფანატიკოსებიც. ამ ქვეყანში არც დიდი ძმის სჯერათ და არც სახელმწიფოს, ან პრეზიდენტისთვის გაგზავნილი ღია წერილების, არამედ დამოუკიდებლად მოქმედებენ. როგორ? მაგიდასთან სხდებიან და საუბრობენ, ყველასათვის გასაგონად. რა თქმა უნდა, იქაც არიან ადმიანები, რომლებიც თავში ხელის დაშენით ყვირიან, რომ მეცნიერბას არაფერი აქვს სალაპარაკო რელიგიასთან, თუმცა აქ არ არის ლაპარაკი დიალოგზე. მაგიდის გარშემო ადამიანები სხედან, ეს ორი ადამიანის საუბარია, ყვირილი საჭირო არ არის.

 მეცნიერების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მეტოქე კრეაციონიზმია. ის სხვადასახვაგვარია: ერთნი იმაში არიან დარწმუნებულნი, რომ დედამიწა დაახლოებით 6000 წლის წინათ ისეთი სახით გაჩნდა, როგორიც ახლაა; მეორენი ვარაუდობენ, რომ ღმერთმა დედამიწა გაცილებით ადრე შექმნა და ცოცხალი არსებების ქმნა კი ახლაც მიმდინარეობს; მესამენი ღმერთს ყველაფრის წამომწყების როლს უტოვებენ, სამყაროს გაჩენის მექანიზმი მან აამოქმედა(მათ შორის ევოლუციისაც) და ბუნებრივ პროცესებში ახლა აღარ ერევა.

 სანამ ყვირილსა და გინებას დაიწყებთ, იმაზე უნდა დავფიქრდეთ, რომ ამ ყველაფრის ასეულობით წლები გვჯეროდა. ბიბლიის სიტყვასიტყვით ინტერპრეტაციის მომხრეთა პოზიციების რყევა XVIII–XIX საუკუნეებში გეოლოგიის განვითარებამ მოახდინა. დარვინისეულმა ”სახეობათა წარმომავლობამ” დღის სინათლე 1859 წელს იხილა. პლანეტა დედამიწის ასაკის დადგენა XIX და XX ასწლეულების ფიზიკის წარმატების შედეგია. მოკლედ რომ ვქვათ, მენციერული მეთოდები და აღმოჩენები, რომლებიც მათ საფუძველზე გაკეთდა, შედარებით ახლახანს არის მოპოვებული. იმის შესახებ, თუ რა ძნელად ითვისებდა საზოგადოება, რომელშიც უვარგისი და არასაჭიროს დამხვრეტი და გამანადგურებელი კომუნისტები არ აღმოჩნდნენ, ახლა მოგითხრობთ(მაინც რა ასაკისაა სამყარო?).

 1925 წელს ტენესის შტატის სკოლის მასწავლებელი სახელად ჯონ სკოუფი, სასამართლოში ადგილობრივი კანონის, რომელიც ევოლუციის სწავლებას ეხებოდა, დარღვევის გამო დაიბარეს. ”მაიმუნის პროცესს” მთელი ქვეყანა თვალს ადევნებდა. სკოუფსს ცნობილი ადვოკატი კლარენს დაროუ იცავდა, ხოლო ბრალმდებლის მხარეზე ამერიკის პრეზიდენტობის სამგზის კანდიდატი უილიამ ჯენინგს ბრაინი იდგა. აღსანიშნავია, რომ ორი ძველი მეგობრის დებატების ტრანსლაცია რადიოთი მომდინარეობდა.

 სკოუფსი დამნაშავედ აღიარეს(მან, მაინც, კანონი დაარღვია), 100 დოლარის გადახდა მიუსაჯეს. შტატის უმაღლესი სასამართლო რაღაც ტექნიკურ დეტალს ჩაეჭიდა და ვერდიქტი შეცვალა, თუმცა ანტიევოლუციონისტურ კანონს მხარი დაუჭირა. ამის მერე ევოლუციის სწავლება სხვა შტატებშიც აიკრძალა. თუმცა კატასტროფა არ მომხდარა, დროთა განმავლობაში ევოლუცია სასწავლო სახელმძღვანელოებში დაბრუნდა.

 ამაში დიდი როლი ა.შ.შ-ს პრეზიდენტმა დუაით ეიზენჰაუერმა და კონგრესმა ითამაშეს. საბჭოთა კავშირმა დედამიწის პირველი ხელოვნური თანამგზავრი გაუშვა, რამაც, როგორც ჩანს, ა.შ.შ-ს ხელისუფლება დააფიქრა – ქვეყანაში ზუსტი მენციერბების სწავლება მოიკოჭლებს. 1958 წელს მიღებული იქნა კანონი ნაციონალური თავდაცვისათვის სჭირო განათლების შესახებ, რომლის მიხედვითაც ფედერალური ბიუჯეტი ახალი სახელმძღვანელოების შექმნას აფინანსებდა,მათ შორის ევოლუციის თეორიის შესახებაც.

 საკითხი იმის შესახებ, შეესაბამებოდა თუ არა კონსტიტუციას ევოლუციის სწავლება, ღიად რჩებოდა. მხოლოდ 1968 წელს ა.შ.შ-ს უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ეს, ეწინააღმდეგებოდა პირველ შესწორებაში არსებულ აკრძალვას სახელმწიფო რელიგიის შეახებ. 1987 წელს იგივე ინსტანციამ იგივე საფუძველზე არაკონსტიტუციურად ჩათვალა კანონი, რომელიც ლუიზიანას შტატში მოქმედებდა, რომლის მიხედვითაც ევოლუციის სწავლება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა, თუ პარალელურად კრეაციონიზმის შესწავლაც მოხდებოდა.

 ფიქრობთ, ამის მერე ყველაფერი გამოსწორდა? მსგავსი არაფერი! ა.შ.შ-ში კრეაციონიზმი ძალიან მოდურ კონცეფციაში გადატრანსფორმირდა – ”გონივრული ჩანაფიქრი”, რომლის მიხედვითაც, ევოლუცი არსებობს, თუმცა მას მიმართულებას შემოქმდეი აძლევს. 2005 წელს პენსილვანიის შტატის ქალაქ დოვერის საშუალო განათლების განყოფილების ადმინისტრაციამ ბიოლოგიის ნაცვლად ”გონივრული ჩანაფიქრის” სწავლების შესახებ გასცა მითითება. მშობლება სასამართლოში იჩივლეს, ხოლო მანტიაში გამოწყობილმა ადამიანმა დაადგინა, რომ ”გონივრული ჩანაფიქრი” – რელიგიური თეორიაა, არა შემეცნებითი, ამიტომ ჩინოვნიკების გადაწყვეტილება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

 სასოწარკვეთილება ნუ შეგიპყრობთ, როცა თქვენი ახალი დეკანი, რომელიც აბსოლუტური ადმინისტრაციის მიერ თავს მოხვეულ რექტორად გახვევთ თავს, წითელ კუთხეში ხატის ჩამოკიდებას მოგთხოვთ. და საერთოდ, სასოწარკვეთილებაში არასოდეს ჩავარდეთ(ანალიტიკური აზროვნება რელიგიური რწმენის წინააღმდეგ; დიდი აფეთქება – კამათი გრძელდება; 25 უცნაური თეორია; ჰიპოთეზა გეაზე; ფარულ სამყაროსთან დამაკავშირებელი ხიდი; მტკიცებულება ევოლუციაზე მორწმუნეთათვის და არამორწმუნეთათვის).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.