25 უცნაური თეორია

 მეცნიერების მთელი ისტორიის განმავლობაში იმდენი უცნაური თეორია იქნა წარმოდგენილი, რომ მათი ჩამონათვალი არა ერთ მსუქან წიგნს შეავსებდა. წარმოგიდგენთ მათგან ყველაზე უცნაურ 25 თეორიას:
25. ეკრიპტიული სცენარი, დიდი აფეთქებისგან განსხვავებით, ვარაუდობს, რომ ჩვენი სამყარო ორი ან მეტი სამყაროების შეჯახების შედეგად გჩნდა, რომლებიც ჩვენი იდენტურები იყვნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სამყაროს გარეთ, სადღაც, კიდევ ერთი მაინც, ასეთივე სამყარო არსებობს და მათ შორის მანძილი ატომის დიამეტრზე მცირეა!
24. ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, თვით ფაქტი შავი ხვრელების არსებობისა იმას ნიშნავს, რომ უნდა არსებობდნენ თეთრებიც(თეთრი ხვრელი აღმოაჩინეს?). თუ შავ ხვრელში ყველაფერი უკანდაუბრუნებლად იკარგება, როგორც უძირო ჭაში, თეთრი ხვრელიდან ყველაფერი გარეთ ცვივა, როგორც ოთახიდან, გენერალური დალაგების დროს :).
23. ჩვენ ყოველ ჯერზე ვანადგურებთ სამყაროს, რამდენჯერაც ბნელ ენერგიას შევხედავთ. სამყაროს 70% სწორედ ამ უცნაურ სუბსტანციაზე მოდის. პროფესორი ლოურენს კრაუსი ამტკიცებს: რაც უფრო მეტს ვუყურებთ ბნელ ენერგიას, მით მეტად არასტაბილური ხდება სამყარო, რაც მის სიცოცხლეს ამოკლებს, თუმცა, ძალიან უმნიშვნელო პროცენტით.
22. ერთი თეორიის მიხედვით სამყარო ჰოლოგრამაა, რომელიც ჩვენმა სამყარომვე შექმნა. ხოლო ცა ჩვენს თავზე, გალაქტიკებისა და ვარსკვლავების ნახატებით მორთული კედელია.
21. ფილმი ”მატრიცა” ალბათ ყველა ადამიანს უნახავს. ფილმით განსაკუთრებულად მოხიბლულმა მეცნიერებმა ამ იდეის თეორეტიზირება მოახდინეს. მათი თეორიის მიხედვით, ჩვენ კომპიუტერულ პროგრამაში ვცხოვრობთ, სწორედ კომპიუტერებმა გააკეთეს ყველაფერი ის, რასაც ჩვენ რეალობას ვეძახით.
20. ამ თეორიის მიხედვით სამყარო შავი ხვრელიდან გაჩნდა: მატერია ხვრელის მიერ შთაინთქმება, ამ მატერიის სიმკვრივე ისეთ დონეს აღწევს, რომ ხვრელი შთანთქმას ვეღარ ახერხებს და ყველაფერს უკან აფრქვევს.
19. ყოველი ჩვენი ახალი გადაწყვეტილება ახალი სამყარო, ახალი რეალობაა(ე.წ. ომნივერსი).
18. თეორია ბრანათა შეჯახების შესახებ ამბობს, რომ სამყარო ე.წ. ბრანაა(მემბრანადან), რომელიც მღავალგანზიმილებიან სივრცეში თავისუფლად ცურავს და მეზობელ სამყაროებს გადმუდმებით ეჯახება. ყოველი ასეთი დარტყმა – ეს თავისებური ახალი დიდი აფეთქებაა, რომლის შედეგადაც ახალი სამყარო იბადება(სიმების თეორია; მულტისამყარო – მისი არსებობის მიზეზები; მულტისამყარო).
17. დრო-სივრცული კონტინიუმი სუპერდენადი სუბსტანციაა. ფიზიკოსები პოლ მაზური და ჯორჯ ჩაპლინი ვარაუდობენ, რომ დრო-სივრცეს სუპერდენადობის თვისება გააჩნია. მოძრაობისას ჩვენი სამყარო მორევებს ქმნის, რომლებშიც ახალი გალაქტიკები იბადებიან. ეს პროცესი კი ჩვენი სამყაროს უსასრულოდ გაფართოებას იწვევს(ინფლაცის შესახებ).
16. დიდი რაოდენობით შავი ხვრელების შემცველი სამყაროები – დომინირებენ. სამყაროები თანდანობით, ქმნიან რა ახალ-ახალ შავ ხვრელებს, მულტისამყაროზე დომინირებას იწყებენ.
15. სამყაროებიდან თითოეული, ფიზიკური კანონებისა და თვისებების უსასრულო ნაკრებს ფლობს. თუმცა, ანთროპული პრინციპის ძირითადი აზრი შედმეგია: ჩვენ სამყაროს ასეთად იმიტო ვხედავთ, რომ მხოლოდ ასეთ სამყაროში შეიძლება გაჩნდეს დამკვირვებელი, როგორიც ადამიანია.
14. ექიმი გალენი, რომელიც დაახლოებით ჩვენი წელთაღრიცხვით II საუკუნეში ცხოვრობდა, ამბობდა, რომ სისხლი არის საწვავი, რომელზეც შინაგანი ორგანოები მუშაობენ. მას არა გული, არამედ ღვიძლი ტუმბავს, ხოლო გული სულ სხვა მიზნებისთვის არსებობს, მასში სული ცხოვრობს.
13. მედიცინის მამა ჰიპოკრატე ამტკიცებდა, რომ ორგანიზმში ცირკულირებული ოთხი სითხე: სისხლი, ნაღველი, ფლეგმა და შავი ნაღველი(ოთხი ტემპერამენტი) ადამინის ქცევასა და მის ჯანმრთელობას განაპირობებენ.
12. ძველი ბერძნები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ბატკანი ისეთნაირადვე შეიძლება გავზარდოთ, როგორც მცენარე. წარმოიდგინეთ მწვანე ხე, რომელიც ახალგაზრდა ცხვრებითაა დახუნძლულიJ. ამ თეორიას თავის ნაშრომებში რომაელი მწერალი პლინიუს უფროსიც მოიხსენიებს. როგორი აბსურდულიც არ უნდა იყოს, 14-ე საუკუნეში ევროპელებმაც აიტაცეს იგი.
11. ფსევდომეცნიერების – ფრენოლოგიის, დამფუძნებელი, ავსტრიელი ექიმი და ანატომი ფრანც იოზეფ ჰალე ამტკიცებდა, რომ ადამიანის თავის ქალის ფორმისა და ზომის მიხედვით ადამიანის ინტელექტის განსაზღვრა არის შესაძლებელი, ასევე ხასიათი და რაიმე გადახრები.
10. აღარავისთვის არის საიდუმლო, რომ მზე უზარმაზარი თერმობირთვული „ღუმელია“, 18-ე საუკუნეში კი, ადამიანები სხვაგვარად ფიქრობდნენ. თვით უილიამ ჰერშელიც, ურანის პირველაღმომჩენი, ფიქრობდა, რომ სხივები, ეს არის მთები მზეზე, რომელთა მწვერვალები ღრუბლებ შორის ჩანან.
9. „მსგავსი მსგავსით“ – ეს არის პაციენტებისგან ფულის ამოღების ვირტუოზული გეგმა, სახელად ჰომეოპათია. და რატომ ითვლება იგი სერიოზულ სამედიცინო სწავლებად?
8. „ცეცხლოვანი ელემენტი“ ფლოგისტონი(სითბო), 1667 წელს ფიზიკოსმა სახელად იოჰან იოჰაიმ ბეჰერმა ის უკვე არსებულ ქიმიურ ელემენტებს დაამატა. ბაჰერი დარწმუნებული იყო, რომ ეს ელემენტი ყველა წვად ნივთიერებაში იყო და წვის დროს გამოიყოფოდა. ის თუ ახლა სადმე არსებობს, მხოლოდ ქიმიის ისტორიის წიგნებში.
7. ალქიმიით დაკავებულნი იყვნენ ადამიანები, რომლებიც ფილოსოფიურ ქვას ეძებდნენ, რომელსაც, მათი აზრით, ნებისმიერი მეტალის ოქროდ(ისევ კოსმოსური ოქროს შესახებ) გადაქცევა შეეძლო, იყო გასაღები „სიცოცხლის ელექსირის“ შექმნისა. საჭიროა კი შეგახსენოთ, რომ ეს „მეხუთე ელემენტი“ ახლაც არ არის ნაპოვნი? :).
6. პანსპერმია – რწმენა იმისა, რომ სამყაროში სიცოცხლე ყველგან არსებობს, ხოლო დედამიწაზე ის მეტეორტიების, ასტეროიდებისა თუ კომეტების საშუალებით მოხვდა(გალაქტიკა როგორც ბიოსფერო; სიცოცხლე აკვნიდან ამოფრინდა…).
5. არამიწიერი სანაგვის თეორია: დედამიწაზე სიცოცხლე საწყისს უცხოპლანეტელების მიერ მოწყობილი სანაგვედან იღებს.
4. არსიტოტელე თვლიდა, რომ სიცოცხლე სპონტანურად შეიძლება გააჩნდეს არაცოცხალისგან. როგორი აბსურდულის არ უნდა იყოს, მეცნიერები ამ თეორიის მართებულობის დამტკიცებას მეოცე საუკუნემდე ცდილობდნენ.
3. „მატრიცა“ – კიდევ ერთი მსგავსი თეორია, რომლის მიხედვითაც სამყარო უზარმაზარი კომპიუტერია, რომლეშიც შავი ხვრელები, გალაქტიკები, ვარსკვლავები და ა.შ. დედადაფის(მაზერბორდ) შემადგენელი ნაწილების ფუნქციას ასრულებენ.
2. მექანიკური საათის პრინციპი. უმაღლესი არსება ფიზიკის კანონებს იყენებს, რათა, ასე რომ ვთქვათ, სამყაროს მექანიზმის სწორად მუშაობა უზრუნველყოს. დანარჩნი ღვთაებრივი თეორიებისაგან განსხვავებით, აქ ღმერთის როლი შეზღუდულია. ის მხოლოდ მექანიზმს ამუშავებს(მტკიცებულება ევოლუციაზე მორწმუნეთათვის და არამორწმუნეთათვის; ანალიტიკური აზროვნება რელიგიური რწმენის წინააღმდეგ).
1. ზოპარკის თეორიის მიხედვით, ამ ზოოპარკის მომწყობი უცხოპლანეტელები, რომლებიც ადამიანების მოშენებით არიან დაკავებულნი, იქმადე არ გაამჟღავნებენ თავს, სანამ ჩვენ, განვითარების გარკვეულ დონეს არ მივაღწევთ(ანომალური მოვლენები).

5 comments

  1. წარმოიდგინეთ მწვანე ხე, რომელიც ახალგაზრდა ცხვრებითაა დახუნძლული

    აგე მეც მაგას არ ვამტკიცებ, ვიცოდი რააა

  2. ისე ჩემი ნება რომ იყოს ამ თეორიებში ბიბლიისეულ თეორიასაც გავურევდი …

  3. ეს სურათი ჰქონდა ერთ პოსტს, სახელი ზუსტად აღარ მახსოვს მაგრამ რაციონალიზმზე იყო საუბარი და შეგიძლია რომ დამილინკოთ აქ ?

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.