სატურნის ორი თანამგზავრი

 სატურნის ორი ყველაზე დიდი თანამგზავრის გამოსახულება საპლანეტათშორისო სადგურმა ”კასინიმ” გააკეთა. ფოტოზე რეა და ტიტანია წარმოდგენილი. გამოსახულება 2011 წლის 10 დეკემბერს მიიღეს, ხოლო საჯაროდ 2012 წლის თებერვალში გამოქვეყნდა.

იუპიტერის მზვერავები

 იუპიტერის ახლო მანძილიდან კვლევა ავტომატური საპლანეტათშორისო აპარატებით ხდება. ეს კვლევები ა.ს.ს. ”პიონერ-10”-ის 1973 წელს იუპიტერის სისტემაში შესვლით დაიწყო.

ერთნაირი ფენა ტიტანის და დედამიწის ატმოსფეროებში

 მეცნიერებმა ტიტანის ატმოსფეროს ქვედა საზღვარზე აღმოაჩინეს ფენა, რომელიც ადრე მხოლოდ დედამიწის ატმოსფეროს პრეროგატივად ითვლებოდა. სტატია ჟურნალ Nature Geoscience-ში გამოქვეყნდა.

ტიტანი, დიონა და სატურნის რგოლები

სატურნის თანამგზავრების ორბიტები პლანეტის რგოლების სიბრტყეში გადიან, ამიტომ თუ დიდებულ გაზურ გიგანტს მათი მხრიდან შევხედავთ რგოლები ყოველთვის გვერდიდან გამოჩნდება.

შატლის შესვლა ატმოსფეროში

ეს კაშკაშა ზოლი ორბიტიდან გადაღებული, შატლის უკანასკნელი ფოტოა. ერთი კვირის წინ კოსმოსური ბორანი ”ატლანტისი” საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს ჩამოშორდა, ბოლოჯერ აანთო თავისი რეაქტიული ძრავები, დაკარგა ორბიტალური სიჩქარე და ქვასავით გაექანა ისევ დედამიწისკენ.

 

ელექტრული დენი სატურნსა და ენცელადს შორის

გაზური გიგანტი სატურნი და მისი ერთ-ერთი თანამგზავრი ენცელადი დაკავშირებულნი არიან ელექტრონების ნაკადებით, რომლებიც ამ ციური სხეულების ორივე მხარეს მოძრაობენ. ასეთი დასკვნები წარმოადგინეს მეცნიერებმა ჟურნალ Nature-ში.

 

ახალმა ჰიპოთეზამ ტიტანი კრიოვულკანების გარეშე დატოვა

მეცნიერებმა სატურნის ბუნებრივ თანამგზავრ ტიტანზე კრიოვულკანების არსებობა უარყვეს – მათ წარმოადგინეს ახალი ახსნა ტიტანის ზედაპირზე არსებული „საეჭვო“ ლანდშაფტებისა, რომლებსაც აქამდე აქტიურ ვულკანურ პროცესებს უკავშირებდნენ( Icarus; Space.com.).