სატურნის ორი თანამგზავრი

 სატურნის ორი ყველაზე დიდი თანამგზავრის გამოსახულება საპლანეტათშორისო სადგურმა – ”კასინი”, გადაიღო. ფოტოზე რეა და ტიტანია წარმოდგენილი. გამოსახულება 2011 წლის 10 დეკემბერს მიიღეს, ხოლო საჯაროდ 2012 წლის თებერვალში გამოქვეყნდა.

 ამერიკულმა ზონდმა ”კასინი”, რეა 1,3 მილიონი კილომეტრიდან, ხოლო ტიტანი 2 მილიონი კილომეტრიდან გადაიღო. მზის სისტემაში, ტიტანი ზომით მეორეა იუპიტერის ჰანიმედის შემდეგ. ტიტანს აზოტით მდიდარი თხელი, თუმცა, საკმაოდ სქელი ატმოსფერო და თხევადი ამიაკის ოკეანეები აქვს. მისი ზედაპირი ძირითადად გაყინული წყლისა და დანალექი ქანებისგან შედგება, გეოლოგიურად ახალგაზრდაა, სწორი, მცირე რაოდენობის მთათა სისტემებით, კრატერებითა და კრიოვულკანებით. ასტრობიოლოგების აზრით, რომ არა მარსი, ტიტანი უფრო საინტერესო იქნებოდა დედამიწისეულის მსგავსი სიცოცხლის საძებნელად.

 რეა, სატურნის ზომით მეორე თანამგზავრია. ამ გაყინული ციური სხეულის მესამედი კლდოვან ქანებზე მოდის, ხოლო დანარჩენი გაყინულ წყალზე. რეას, კრატერირების განსხვავებული უბნები გააჩნია(ზოგ რეგიონში 40 კმ-იანი კრატერებია, სხვაგან საერთოდ არ არის). ეს იმაზე მეტყველებს, რომ თანამგზავრის ზედაპირი მეტეორული ბომბარდირების მერე მნიშვნელოვნად გადაფორმირდა, რაც მზის სისტემის ევოლუციის ადრეულ ეტაპებზე მოხდა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.