ერთნაირი ფენა ტიტანის და დედამიწის ატმოსფეროებში

 ატმოსფეროს ქვედა ნაწილის თვისებები პლანეტის ზედაპირის თვისებებითაა განპირობებული. დედამიწაზე ის 2,5 კილომეტრის სიმაღლეზე ვრცელდება. ბოლო დრომდე მკვლევარები ვარაუდობდნენ, რომ ასეთი სტრუქტურა მხოლოდ დედამიწის ატმოსფეროს გააჩნია. ახალი კვლევის ჩარჩოებში მეცნიერებმა ტიტანის ატმოსფეროს კომპიუტერული მოდელირება მოახდინეს. მიღებული შედეგები კი შეადარეს პრაქტიკაზე მიღებულს, რომელიც მეცნიერებს აპარატებმა ”ვოიაჯერ-1”-მა, ”კასინიმ” და ”ჰიუიგენსმა”(კოსმოსის ხმები) მიაწოდეს. ასევე გათვალისწინებული იყო თანამგზავრის ზედაპირზე დიუნების გადანაწილებაც.
 შდეგად მეცნიერებმა შეძლეს დაედგინათ, რომ ტიტანს დედამიწის ატმოსფეროს მაგვარი ქვედა საზღვარი გააჩნია, რომელიც 800 მეტრის სიმაღლემდე ვრცელდება. ამასთან ერთად სეზონების ცვლილება ატმოსფეროს 2000 მეტრზე მყოფ ფენებზეც ახდენს ზეგავლენას. მეცნიერთა აზრით, ამით შეიძლება დავასკვნათ, რომ ტიტანის ატმოსფერო დედამიწისას ჰგავს.
 ახალი მოდელის მთავარი ნაკლი ისაა, რომ მასში არ არის ჩართული მეთანის ციკლი, აღმოჩენილი ორიათასიან წლებში. საქმე იმაშია, რომ მეთანი ტიტანის ატმოსფეროში დედამიწისეული ატმოსფერული წყლის თავისებური ანალოგია – სატურნის თანამგზავრზე ამ ნახშირწყლის ტბები არსებობს, ასევე მეთანური ღრუბლები და ნალექები. კვლევაში ამ ციკლის ჩართვა, სპეციალისტთა აზრით, მხოლოდ გამოთვლილ სიმაღლეს შეცვლის.

2 comments

  1. Mainteresebs Adamiani tu gadzlebs titanze garkveuli droit skafandris gareshe?

  2. ვაკუუმში 30 წმ. ტიტანზეც ასევე სწრაფად.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.