სტაციონარული სამყაროს თეორია

 ასტრონომებისთვის, ჰაბლის კანონის მიღებასთან ერთად, დიდი აფეთქების თეორიაც მისაღები გახდა – კონცეფცია, რომლის თანახმადაც სამყარო ერთი წერტილიდან გაჩნდა. გასული საუკუნის ორმოციან წლებში ასტროფიზიკოსთა ჯგუფმა ფრედ ჰოილის მეთაურობით ალტერნატიული თეორია წარმოადგინა. ამ თეორიის მიხედვით, შორდება რა გალაქტიკები ერთმანეთს ჰაბლისეული გაფართოების გამო, მათ შორის გაფართოებად სივრცეში ახალი მატერია წარმოიქმნება. ახლად გაჩენილი მატერია დროთა განმავლობაში გალაქტიკებად ორგანიზდება, რომლებიც, თავის მხრივ, სხვა ახალი მატერიისთვის ადგილის გასათავისუფლებლად ერთმანეთისგან დაშორებას აგრძელებენ. ამგვარად, დამზერადი გაფართოება შეთანხმებული აღმოჩნდა ”სტაციონარული” სამყაროს იდეასთნ, რომლის მიხედვითაც სამყარო საერთო სიმკვრივეს ინარჩუნებს და ერთი წერტილიდან არ გაჩენილა (ამ წერტილის ასრსებობას დიდი აფეთქების თეორია უშვებს). ამასთნ ერთად, წარმოდგენილი თეორია ვერ ხსნიდა თუ როგორ ჩნდებოდა ახალი მატერია, განთავისუფლებულ სივრცეებში.

 ზოგიერთი ასტრონომი სტაციონარული სამყაროს თეორიას სამოციანი წლების შუამდეც კი უჭერდა მხარს. ამ თეორიას ჰქონდა ძლიერი ფილოსოფიური მხარე. ის ეთანხმებოდა კოპერნიკის პრინციპს იმაში, რომ ჩვენი სამყარო არ არის უნიკალური და სხვებზე უპირატესი.

 მალე, თეორიის საწინააღმდეგო მტკიცებულობებმა დაიწყო გამოჩენა. პირველ რიგში, ზუსტ ლაბორატორიულ ექსპერიმენტებში ვერ ხერხდებოდა ნივთიერებათა წარმოქმნა.

 კოსმოსის მიკროტალღური ფონის აღმოჩენამ კი გვიჩვენა, რომ სამყაროში მიმავალი ბევრი პროცესი დიდი აფეთქების თეორიით შეიძლება აიხსნას და არა სტაციონარულის. მაგალითად, როცა მძლავრი ტელესკოპებით სამყროს სიღრმეებში, ანუ მის წარსულში ჩახედვა გახდა შესაძლებელი, ნათელი გახდა, რომ ოშორესი გალაქტიკები ფორმირების პროცესში მყოფი ახალგაზრდა გალაქტიკებია. სწორედ ეს იყო მოსალოდნელი სამყაროსგან, რომელიც დიდი აფეთქებით გაჩნდა. ბოლოს და ბოლოს, სტაციონარული თეორიის მომხრეთა უმრავლესობა ხსენებულმა კონტრარგუმენტმა სხვა აზრზე დააყენა.

 ამ თეორიისგან დარჩა მხოლოდ ტერმინი – ”დიდი აფეთქება”. ჰოილმა ეს ოპონენტთა დასაცინად მოიგონა, თუმცა ძალიან გააკვირვა იმ ფაქტმა, რომ მოწინააღმდეგეებმა სიამოვნებით აიტაცეს იგი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.