კოსმოსის ხმები

წარმოდგენილი ვიდეო, „კასინის“ მიერ 2002 წლის აპრილში ჩაწერილი ხმით იწყება,
httpv://youtu.be/5sbrpxmq8yk

რომელსაც სატურნის პოლუსებზე გაჩენილი რადიოწყაროები გამოსცემს. მეცნიერთა აზრით, ხმათა ეს ცვალებადი კომპლექსი უამრავი რადიოწერტილებიდან მოდის, რომლებიც სატურნის მაგნიტური ველის გასწვრივ მოძრაობდა, პოლარულ რეგიონებთან ახლოს.

 შემდეგ, 2012 წელი, „ვოიაჯერ-1“-ის შესვლა ვარსკვლავთშორის სივრცეში. ეს აპარატი კაცობრიობის მიერ კოსმოსში გაშვებულ მოგზაურთა შორის ყველაზე შორს არის წასული. 35 წელი დასჭირდა მას, რათა პლაზმის ამდაგვარი ვიბრაციები ”გაეგონა”.

 მესამე ჩანაწერი – კომეტა 67P/ჩურიუმოვ-გერასიმენკოს „სიმღერა“, რომელიც მის ორბიტაზე მოძრავმა „როზეტამ“ (ახლა უკვე ზედ დაშვებულმა), 2014 წლის აგვისტოს ჩაიწერა. სავარაუდოდ, მზის ქარისა და კომეტის გაზ-მტვროვანი ღრუბლის ურთიერთქმედების შედეგად წარმოქნილი რხევების გასაგონად, სიხშირე 10 000-ჯერ იქნა გაზრდილი. ამ რხევების გამომწვევი მიზეზი ჯერ კიდევ გაურკვეველია.

 შემდეგ, იუპიტერის ელვათა გამოსხივების სტვენისმაგვარი ხმა მოდის, რომელიც „ვოიაჯერმა“ ჩაიწერა.

 ბოლოს, მოსადილე შავი ხვრელის „გულისცემა“, ორმაგ სისტემაში GRS 1915+105, რომელიც რენტგენის დიაპაზონში მომუშვე აპარატმა ჩაიწერა – Rossi (NASA). ასევე სისტემა IGR J17091-3624-ის შავი ხვრელის ხმა, ჩაწერილი 2003 წელს.

 ვაკუუმში, რა თქმა უნდა, ბგერა არ ვრცელდება, ეს ხმები შესაბამისი წყაროებიდან გამოსხივებული ელექტრომაგნიტური ტალღებიდან არის ამოღებული, რომელთა მოდულირებას ამ წყაროებში მიმავალი მექანიკური რხევები ახდენს, თუმცა ზოგი რხევა ბგერის სიხშირეზე მაღალია, ამიტომ მათ სიხშირეს ყურისთვის აღსაქმელ დონემდე ამცირებენ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.