ბარიონული და არაბარიონული ბნელი მატერია

ბარიონული ბნელი მატერია

ბარიონულია ჩვენთვის ცნობილი ნორმალური ნივთიერება, მატერია, რომელიც შედგება პროტონების, ნეიტრონების და ელექტრონებისგან. არსებობს ბარიონული ანტიმატერიაც.ბნელი მატერიის მცირე ნაწილი(4-5%) ჩვეულებრივი ნივთიერებისგან(ბარიონული) შედგება, რომელიც საერთოდ ან თითქმის არ ასხივებს და ჩვენთვის უხილავი რჩება.

 

ზეახალი ვარსკვლავი

  მზეზე რამდენიმეჯერ დიდი ვარსკვლავები ევოლუციას კატასტროფული აფეთქებით ამთავრებენ. “ზეახალი” ეწოდათ იმის გამო, რომ ისინი ანთების დროს გაცილებით ძლიერად ანათებენ ვიდრე ე.წ. “ახალი ვარსკვლავები”. სინამდვილეში არც ერთი და არც მეორე ტიპის ვარსკვლავები არ წარმოადგენენ ფიზიკურად ახალ ვასრკვლავებს, ინთებიან უკვე არსებული ვარსკვლავები.

უცნაური ვარსკვლავები

  როგორც ცნობილია, ჩვენი სამყაროს ატომების ბირთვები პროტონებისა და ნეიტრონებისგან შედგებიან, რომლებიც თავის მხრივ, პირველი თაობის კვარკებისგან არიან აწყობილნი – u-კვარკები და d-კვარკები.

ატომი

 წარმოდგენა ელემენტარულ ნაწილაკებზე ეფუძნება ნივთიერების დისკრეტულობის ფაქტს, ის არსებობს როგორც მატერიის ასევე ენერგიის სახით(ელემენტარული ნაწილაკები, ენერგია და ნივთიერება ერთი და იგივეა, E=mc²). ზოგიერთ ნაწილაკს რთული შიდა სტრუქტურა გააჩნია, თუმცა მათი ნაწილებად გამოყოფა შეუძლებელია. სხვებს არ გააჩნიათ სტრუქტურა, მათ ფუნდამენტალურებს უწოდებენ.

ანტიმატერია

 ანტინივთიერება – მატერია, რომელიც შედგება ანტინაწილაკებისგან. თანამედროვე წარმოდგენებით, ძალები, რომლებიც მატერიის სტრუქტურას განსაზღვრავენ(ბირთვების წარმომქმნელი ძლიერი ურთიერთქმედება, ატომებისა და მოლეკულების წარმომქნელი ელმაგნიტური ურთიერთქმედება) აბსოლუტურად ერთნაირია როგორც ნაწილაკებისთვის ისე ანტინაწილაკებისთვისაც.