სიცოცხლე მარსზე

 ევრო-ამერიკული მისია ExoMars Trace Gas Orbiter ეცდება გაზების მიხედვით აღმოაჩინოს სიცოცხლის კვალი მარსზე. ეს ინსტრუმენტი იქნება მარსის ატმოსფეროს სტრუქტურული ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მთავარი მომწოდებელი.

მზის მთლიანი გამოსახულება

  მზის შორეული მხრის დეტალური გამოსახულება მიღებულ იქნა 2011 წლის 2 თებერვალს, ორი თანამგზავრიდან მიღებული მონაცემების ერთმანეთთან “მიკერების” შემდეგ. ცენტრში შავი ზოლი არის ადგილი, რომელიც შეივსება 6 თებერვალს გადაღებული კადრების დამუშავების შემდეგ(NASA-ს ფოტო).

სუპერ სწრაფი მარს-როვერი

წარმოგიდგენთ ახალ ამბიციურ რობოტს რომლის გაგზავნაც იგეგმება მარსის ზედაპირის გამოსაკვლევად. ახალი Mars Rover-ის შემქმნელებს თუ დავუჯერებთ, ის იქნება ყველაზე სწრაფი მარს-მავალი რაც კი ოდესმე გამოუგონიათ და გაუგზავნიათ ასეთი კველევებისთვის. გამომგონებელთა თქმით ეს რობოტი გაცილებით მეტის გამოკვლევას შეძლებს რამოდენიმე დღეში ვიდრე ეს შეძლეს მისმა წინამორბედებმა (Spirit და Opportunity)

NASA-მ დედამიწაზე ოქროსა და პლატინის არსებობას ახსნა მოუძებნა

სპეციალისტთა გაერთიანებულმა ჯგუფმა ამერიკის ოთხი ინსტიტუტიდან, რომელსაც ნასა აფინანსებს, შეადარა ე.წ. მაღალსიდეროფილური ელემენტების შემცველობა დედამიწის ქერქსა და მანტიაში, აგრეთვე მთვარის და მარსული მეტეორიტების შემადგენლობაში.

შეყვარებულების დღეს კოსმოსში…

   ამერიკულმა მზვერევმა Sstardust-მა გადმოსცა კადრები, რომლებიც კომეტასთან ვიზიტის დროს გადაიღო. მეცნიერებს პირველად მიეცათ შანსი დაეთვალიერებიანთ ასეთი კუდიანი კოსმოსური ობიექტის ზედაპირული ცვლილებები, რომლებიც მზის გარშემო კიდევ ერთხელ შემოვლის მერე მოხდა კომეტა ტემპლ1-ზე.

15 თებერვალს 7სთ.39წთ.-ზე კოსმოსურმა აპარატმა Sstardust-მა ხსენებულ კომეტას 181 კილომეტრის მანძილზე ჩაუფრინა. ეს მიახლოება მოხდა მისია Sstardust-Next-ის ჩარჩოებში. აპარატის სახელის დამატება “ტემპლის ახალ გამოკვლევა”-ს ნიშნავს(New Exploration of Temple). მიწიერ ტექნიკასთან პაემანი ამ ციურ სხეულს უკვე მეორედ მოუხდა.

მოხდება თუ არა კატასტროფა 2012 წელს?(თენგო)


  უცხოპლანეტელთა შემოჭრა, ნიბირუ- პლანეტა-X, ცვლილებები მზეზე, პოლუსების გადაადგილება, სუპერ ვულკანი, მესამე მსოფლიო ომი, გლობალური ტერორიზმი, ნავთობის მარაგების ამოწურვა, ფუტკრების განადგურება(გაურკვეველი მიზეზის გამო მასიურად დაიწყეს კვდომა “მუშა” ფუტკრებმა, ანუ აღარ მოხდება ძალიან ბევრი მცენარის დამტვერვა), ეკოლოგიური კატასტროფა. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ემუქრება კაცობრიობას.