შეყვარებულების დღეს კოსმოსში…

 ამერიკულმა ზონდმა Stardust-მა გადმოსცა კადრები, რომლებიც კომეტასთან ვიზიტის დროს გადაიღო. მეცნიერებს პირველად მიეცათ შანსი დაეთვალიერებიანთ ასეთი კუდიანი კოსმოსური ობიექტის ზედაპირული ცვლილებები, რომლებიც მზის გარშემო კიდევ ერთხელ შემოვლის მერე მოხდა კომეტა ტემპლ1-ზე.

 15 თებერვალს 7სთ.39წთ.-ზე კოსმოსურმა აპარატმა Sstardust-მა ხსენებულ კომეტას 181 კილომეტრის მანძილზე ჩაუფრინა. ეს მიახლოება მოხდა მისია Sstardust-Next-ის ჩარჩოებში. აპარატის სახელის დამატება “ტემპლის ახალ გამოკვლევა”-ს ნიშნავს(New Exploration of Temple). მიწიერ ტექნიკასთან პაემანი ამ ციურ სხეულს უკვე მეორედ მოუხდა.

 ეს ჯერჯერობით ერთადერთი გამოსახულებაა, რომელიც ნასამ გამოაქვეყნა, ჩანს კომეტის ბირთვი, გადაღებული აპარატის მიერ თავის “შეყვარებულთან” მიახლოების დროს. მანძილი – 2462 კმ. სულ გადაღებულ იქნა 72 კადრი, მათ შორის ახლო დისტანციიდანაც, თუმცა მათი გამოქვეყნება მოგვიანებით მოხდება(NASA/JPL-Caltech/Cornell).

 სამწუხაროდ, “ვარსკვლავური მტვრისთვის” ეს ბოლო დავალებაა.  12 წლიანი მუშაობის მერე, ბოლო ვიზიტისთვის გაკეთებულმა ტრაექტორიის ცვლილებამ საწვავის მთლიანად დაწვა მოითხოვა(NASA/JPL-Caltech/Cornell).

ახალი ფოტოები 16.02.11

 “ახალი ტერიტორია” – მონაკვეთი, რომელიც პირველად მოხვდა ობიექტივში. კარგად ჩანს სამი ტერასა(ყველაზე დიდი 2 კილომეტრის სიგანისაა), გაქვავებული შვერილებით(NASA/JPL-Caltech/Cornell).

 კომეტის ბირთვის მონაკვეთი, რომელსაც შეეჯახა პატარა დასარტყამი მოწყობილობა 2005 წელს. მარცხენა ფოტო გადაიღო აპარატმა Deep Impact-მა დარტყმის წინ. აღნიშნულია ყვითელი წრით. მასში ჩანს ბნელი გორაკი 50 მ. დიამეტრით. მარჯვნივ – Stardust-ის კადრი. ორი ყვითელი წრით აღნიშნულია კრატერის გარე კიდეები და ფსკერი, რომლებიც Deep Impact-თან შეჯახების მერე გაჩნდნენ. ახალი კრატერის დიამეტრი 150 მეტრია. წინასწარი გათვლებით სიღრმე ძალიან მცირეა (NASA/JPL-Caltech/ University of Maryland/ Cornell).

 კადრებმა მკვლევარებს საშუალება მისცათ მოეძებნათ ცვლილებები კომეტის ზედაპირზე, შეჯახებიდან, მზის სისტემაში ხუთნახევარი წლის მოგზაურობის მერე. მარცხნივ მაღლა – Deep Impact-ის ფოტო, დაბლა – Stardust-ის. ცენტრში მდებარე სწორი ზედაპირი საკმაოდ მაღალია, ვიდრე მიმდებარე ტერიტორიები. კლდეებმა, ნაჩვენებია ყვითელი ხაზებით, 20 დან 30 მეტრამდე სიმაღლე ეროზიის გამო დაკარგეს. ჩარჩოებით ნაჩვენებია ღრმულები, რომლებიც ამ დროის განმავლობაში ერთმანეთს შეერწყნენ. ესეც ეროზიის გამო მოხდა, რომელიც აქროლადმა ნაერთებმა გამოიწვიეს, კომეტის ზედაპირიდან აორთქლების დროს (NASA/JPL-Caltech/ University of Maryland/ Cornell).

 რამდენიმე კადრი კიდევ, რომლებიც ზონდებმა 5 წლიანი სხვაობით გადაიღეს. ისრებით ნაჩვენებია ორი 300 მეტრიანი კრატერი, რომლებიც დაეხმარნენ მკვლევარებს ადგილის შერჩევაში, სადაც Deep Impact-დან გამოშვებული “ჭურვის” შეჯახება მოხდა.

 თუ გავაგრძელებთ თავშესაქცევ თემას ვალენტინობაზე, არ შეიძლება არ გავიხსენოთ ვალენტინები, რომლებიც მარსისა და მთვარის ზედაპირებზე სხვადასხვა თანამგზავრებმა სვადასხვა დროს გადაიღეს.

 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.