სპირიტის მიერ ბოლოს გადაღებული პანორამა

ეს არის უკანასკნელი, რაც მარსმავალმა სპირიტმა „სიცოცხლის“ ბოლოს დაინახა. მან სავარაუდოზე მეტ ხანს იმუშავა. თუმცა პლატო ჰოუმის კვლევის დროს შემთხვევით ქვიშაში ჩაეფლო და მთელი თავისი ენერგია ამოწურა.

 

დიდი კანიონი მარსზე

მზის სისტემის ყველაზე ღრმა კანიონმა(მარინერი) მარსის ზედაპირი ორ ნაწილად გაყო. მისი სიგრძე 3000 კმ.-ზე მეტია, სიგანე 600 კმ. ხოლო სიღრმე 8 კმ. შედარებისთვის, არიზონას დიდი კანიონი სულ 800 კმ.-ის სიგრძისაა, სიგანე 30 კმ. სიღრმე კი 1,8 კმ.

 

სიცოცხლე მარსზე

 ევრო-ამერიკული მისია ExoMars Trace Gas Orbiter ეცდება გაზების მიხედვით აღმოაჩინოს სიცოცხლის კვალი მარსზე. ეს ინსტრუმენტი იქნება მარსის ატმოსფეროს სტრუქტურული ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მთავარი მომწოდებელი.

მზის მთლიანი გამოსახულება

  მზის შორეული მხრის დეტალური გამოსახულება მიღებულ იქნა 2011 წლის 2 თებერვალს, ორი თანამგზავრიდან მიღებული მონაცემების ერთმანეთთან “მიკერების” შემდეგ. ცენტრში შავი ზოლი არის ადგილი, რომელიც შეივსება 6 თებერვალს გადაღებული კადრების დამუშავების შემდეგ(NASA-ს ფოტო).

NASA-მ დედამიწაზე ოქროსა და პლატინის არსებობას ახსნა მოუძებნა

სპეციალისტთა გაერთიანებულმა ჯგუფმა ამერიკის ოთხი ინსტიტუტიდან, რომელსაც ნასა აფინანსებს, შეადარა ე.წ. მაღალსიდეროფილური ელემენტების შემცველობა დედამიწის ქერქსა და მანტიაში, აგრეთვე მთვარის და მარსული მეტეორიტების შემადგენლობაში.

მოხდება თუ არა კატასტროფა 2012 წელს?(თენგო)


  უცხოპლანეტელთა შემოჭრა, ნიბირუ- პლანეტა-X, ცვლილებები მზეზე, პოლუსების გადაადგილება, სუპერ ვულკანი, მესამე მსოფლიო ომი, გლობალური ტერორიზმი, ნავთობის მარაგების ამოწურვა, ფუტკრების განადგურება(გაურკვეველი მიზეზის გამო მასიურად დაიწყეს კვდომა “მუშა” ფუტკრებმა, ანუ აღარ მოხდება ძალიან ბევრი მცენარის დამტვერვა), ეკოლოგიური კატასტროფა. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ემუქრება კაცობრიობას.