ექსტრემალური კოსმოსი 2012

 ყველაზე-ყველაზე აღმოჩენები, რომლებიც ასტრონომებმა გასულ წელს გააკეთეს – კოლოსალური შავი ხვრელიდან პატარა პლანეტარულ სისტემამდე. ასტრონომთათვის 2012 წელი შთამბეჭდავად ”მოსავლიანი” აღმოჩნდა. რაც უფრო და უფრო იხვეწება დაკვირვების საშუალებები მით უფრო შორეული კოსმოსის საიდუმლოებების ამოხსნა ხდება, რასაც კიდევ უფრო მეტი უცნაურობები ემატება თან.

სინათლის სიჩქარე

 სინათლის სიჩქარე ვაკუუმში არის 299 792 კმ/წმ (თუ დავამრგვალებთ 300 000 კმ/წმ.). თეორიულად, არაფერს არ შეუძლია სინათლეზე სწრაფად იმოძრაოს. დედამიწის გარშემო სინათლის სიჩქარით მოძრაობას თუ შეძლებ , ჩვენს პლანეტას 1 წამში 7,5-ჯერ შემოუვლი!!!

ნეპტუნი

 მზის სისტემის მერვე და უშორესი პლანეტა. მეოთხე დიამეტრით, ხოლო მესამე მასით. ის დედამიწაზე 17,2-ჯერ მძიმეა, ეკვატორის 3,9-ჯერ მეტი დიამეტრით. პლანეტას სახელი რომაული ზღვის ღვთაების საპატივცემულოდ დაერქვა. მისი ასტრონომული სიმბოლო არის ნეპტუნის სტილიზებული სამკბილა – ψ.

“ჯეიმს ვების” სარკეები

 ჯეიმს უების(video) სახელობის ინფრაწითელი დიაპაზონის ორბიტალური ტელესკოპის მშენებლობის საქმეში კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა წინ. ამერიკის სენატის ქვეკომიტეტმა ნასას ბიუჯეტის ახალი ვარიანტი მიიღო. ასე რომ იმედი ტელესკოპ “ჯეიმს უების” მისიის რეალიზაციისა ჯერ კიდევ არსებობს.

SN 2006gy

ზემოთ: SN 2006gy(ილუსტრაცია). ქვემოთ: SN 2006gy და გალაქტიკის ბირთვი, რომელშიც ის იმყოფება. მარცხნივ: ინფრაწითელ დიაპაზონში, მარჯვნივ: რენტგენში(NASA).

ერთხელ მზის გარშემო

ნეპტუნი თავისი ღერძის გარშემო ერთ სრულ ბრუნს თითქმის 16 საათში აკეთებს. ამიტომ მზის სისტემის უშორესი გაზური გიგანტის ეს 4 ფოტო გადაღებული ოთხ საათიანი ინტერვალებით ერთ ნეპტუნისეულ დღეს ფარავს(Hubble).

 

სულ უფრო შორს და შორს

  ადამიანის მიერ კოსმოსში გაშვებული აპარატებიდან რომელია ყველაზე შორს? ამჟამად ეს არის „ვოიაჯერ-1“, ის 1977 წელს გაუშვეს და ახლა მზიდან აპარატამდე მანძილი 17,5 მილიარდი კილომეტრია. ეს 16 სინათლის საათს უტოლდება ან 117 ასტრონომულ ერთეულს(1ა.ე.= 150 000 000 კმ.).