“ჯეიმს ვების” სარკეები

 ჯეიმს უების (video) სახელობის ინფრაწითელი დიაპაზონის ორბიტული ტელესკოპის მშენებლობის საქმეში კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა წინ. ამერიკის სენატის ქვეკომიტეტმა ნასას ბიუჯეტის ახალი ვარიანტი მიიღო. ასე რომ იმედი ტელესკოპ “ჯეიმს ვების” მისიის რეალიზაციისა ჯერ კიდევ არსებობს.

 მთავარი სარკის შემადგენელი სარკეები დაფარეს ოქროს უთხელესი ფენით, რათა უკეთ მოხდეს ინფრაწითელი სხივების სარკეებიდან არეკვლა და  მათი აპარატის შემეცნებითი ინსტრუმენტებისკენ მიმართვა. ეს ფენა ტელესკოპის ინფრაწითელ „თვალებს“ საშუალებას მისცემს დაინახოს ამ დიაპაზონში მანათობელი უსუსტესი წყაროები. ვების მისიის მთავარი ამოცანა ხომ სამყაროს უშორესი ობიექტების შესწავლაა.

ტელესკოპის საბოლოო სახე, დამცავი ფარით ქვემოდან  (NASA).

 ტელესკოპი სულ 21 სარკისაგან შედგება. მთავარი სარკე 18 სეგმენტიანია, მათი საერთო ფართობი 6,5 მეტრიანი მთლიან კორპუსიანი სარკის ტოლფასი იქნება. სარკის სეგმენტები ბერილიუმისგანაა დამზადებული. ეს ლითონი საკმაოდ მტკიცე და მსუბუქია, სტაბილურია კრიოგენული ტემპერატურების დროსაც. თუმცა ის ნაკლებად აირეკლავს ინფრაწითელ სხივებს, რის გამოც ყველა სარკე დაახლოებით 0,12 უნცია ოქროთია დაფარული. ბერილიუმის სარკეების დამზადება რვა წლის წინ დაიწყო. სარკეები თმაზე 200-ჯერ თხელი ოქროს ფენითაა დაფარული(120 მილიმიკრონი).

სარკეებს კრიოგენულ კამერაში ათავსებენ, მათი ზედაბალ ტემპერატურაზე ტესტირებისთვის(NASA’s Marshall Space Flight Center).

 “ჯეიმს ვები” შემდეგი თაობის ტელესკოპია, ორბიტული ტელესკოპი „ჰაბლის“ შემცვლელი. ის იქნება ყველაზე ძლიერი, აქამდე ორბიტაზე გატანილ ტელესკოპთა შორის, გადაიღებს სამყაროს პირველი გალაქტიკების ფოტოებს, გამოიკვლევს ეკზოპლანეტებს. ეს არის ნასას, ევროპის კოსმოსური სააგენტოსა და კანადის სააგენტოს ერთობლივი პროექტი (ა.შ.შ.-ს კონგრესმა ტელესკოპს დაფინანსება შეუმცირა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.