სულ უფრო შორს და შორს

  ადამიანის მიერ კოსმოსში გაშვებული აპარატებიდან რომელია ყველაზე შორს? ამჟამად ეს არის „ვოიაჯერ-1“, ის 1977 წელს გაუშვეს და ახლა მზიდან აპარატამდე მანძილი 17,5 მილიარდი კილომეტრია. ეს 16 სინათლის საათს უტოლდება ან 117 ასტრონომულ ერთეულს(1ა.ე.= 150 000 000 კმ.).

ვარსკვლავების სფერული გროვა M15

ვარსკვლავები ფუტკრებივით ესევიან ელვარე ვარსკვლავთგროვა M15-ს. ეს 100 000-ზე მეტი ვარსკვლავისგან შემდგარი სფერო ჩვენი გალაქტიკის ახალგაზრდობის დროინდელი ნარჩენია. ის უშორესი წარსულიდან მოყოლებული ბრუნავს გალაქტიკის ცენტრის გარშემო.

 

პირველად მერკურის ორბიტაზე

დედამიწასთან სიახლოვის მიუხედავათ, მერკური მზის სისტემის ერთ-ერთ ყველაზე შეუსწავლელ პლანეტად რჩება. ამი სიტუაციის გამოსწორებაზეა მოწოდებული ამერიკული აპარატი Messenger-ი, რომელმაც ისტორიული მანევრი მოახდინა.

18 მარტს მესენჯერმა დამუხრუჭება დაასრულა და მერკურის ორბიტაზე გადავიდა. ტელემეტრიის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დედამიწიდან 155 მილიონი კილომეტრის მანძილზე მყოფმა აპარატმა მანევრი ხარვეზების გარეშე შეასრულა.

 

 

კვაზარი

 სამყაროს შუქურები

 კვაზარი – (ინგლ. quasar – quasi stellar radio source – კვაზი ვარსკვლავური რადიოწყარო) – არაგალაქტიკური(ირმის ნახტომს გარეთ) ობიექტების კლასი, გამორჩეული ძალიან მაღალი ნათობით და ისეთი მცირე კუთხური ზომებით, რომ წლების განმავლობაში ეს ობიექტები ვარსკვლავები ეგონათ.

ასტრონომული მიღწევები 2010

  ასტრონომული სიახლეები ყოველთვის პირველ ადგილს იკავებენ მეცნიერული თემატიკის მასმედიურ წყაროებში. ასეთი აღმოჩენები გამოირჩევიან მასშტაბურობით და რომანტიული იდუმალებით.

ვოიაჯერმა მზის გაჩერებული ქარი აღმოაჩინა

  მალე ორი ერთნაირი ზონდი მოხვდება იქ, სადაც აღარც მზის მაგნიტური ველია და აღარც მზიდან ამოფრქვეული ნივთიერების ნაკადები, იქ ჰელიოსფეროს ბუშტი ადგილს უთმობს ვარსკვლავთშორის სივრცეს. მზის სისტემის ბოლო საზღვრიდან, რომელიც ხახვის ფურცლებივითაა ჩახვეული, მონაცემები გადმოსცა ყველაზე შორეულმა კოსმოსურმა აპარატმა. კოსმოსური მზვერავი Voyager 1 ახლა დედამიწიდან 17,41 მილიარდი კილომეტრის მანძილზეა და თითქმის 116-ჯერ უფრო შორსაა ვიდრე ჩვენი პლანეტა და მზე ერთმანეთისგან. ეს ყველაზე უშორესი ხელოვნური ობიექტია ისტორიაში, აპარატმა თავისი ამტანობით თვით შემქმნელებიც კი გააოცა.