გაყინული სედნა და ცხელი მერკური

 პლუტონის მეზობელი იმაზე პატარა აღმოჩნდა, ვიდრე ასტრონომები ვარაუდობდნენ.

 სედნა, რომელსაც კოდური სახელიც აქვს 90377, ტრანსნეპტუნური ობიექტია, მისი მზიდან დაშორების საშუალო მანძილი ნეპტუნისაზე მეტია. სედნამ სახელი ესკიმოსების(ჩრდილოეთში მცხოვრები ინდიელები) ქალღმერთის, ზღვის ცხოველთა მფარველის, საპატივცემულოდ მიიღო.

 სედნა 2003 წლის 14 ნოემბერს ამერიკელებმა ბრაუნმა, ტრიჰილომ და რაბინოვიჩმა აღმოაჩინეს. მისი პერიჰელიუმი სამჯერ შორსაა მზიდან, ვიდრე ნეპტუნის ორბიტა, ხოლო ორბიტის დიდი ნაწილი კიდევ უფრო შორსაა(აფელიუმში დაახლოებით 960 ასტრონომული ერთეული, რაც მანძილს მზე-ნეპტუნი 37-ჯერ აჭარბებს). თუ არ ჩავთვლით ხანგრძლივპერიოდიან კომეტებს, სედნა მზის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე უფრო უშორესი ობიექტია, იგი მზეს 13 მილიარდი კილომეტრითაა დაშორებული.

ადრე მეცნიერები თვლიდნენ, რომ სედნას ზომა პლუტონის ზომის 2/3 შეადგენდა. ინფრაწითელ დიაპაზონში ჩატარებული ახლი კვლევებით კი დადგინდა, რომ მისი ზომა პლუტონის მხოლოდ 43% შეადგენს, ანუ ის პლუტონის თანამგზავრ ქირონზე პატარაცაა. სედნას დიამტერი მხოლოდ 995 კილომეტრია.

მერკურის ნამდვილი ფერი

ამერიკულმა ზონდმა მერკური და მისი უზარმაზარი კრატერი ბუნებრივ ფერებში წარმოგვიდგინა.

 საპლანეტათშორისო სადგური ”მესენჯერი” კოსმოსში 2004 წლის 3 აგვისტოს გაუშვეს. ორბიტაზე გასვლას მან 7 წელი მოანდომა. მზესთან უახლოესი პლანეტის თანამგზავრად ის 2011 წლის 18 მარტს იქცა. ზონდმა ამასობაში 7,9 მილიარდი კილომეტრი გაიარა და მერკურის პირველი ხელოვნური თანამგზავრი გახდა.

 მას მერე ზონდი პერიოდულად პლანეტის ახალ ფოტოებსა და ინფორმაციას დედამიწზე გადმოსცემს. მერკური იმითაა საინტერესო, რომ მზესტან ყველაზე უფრო ახლოს მყოფი პლანეტაა. მნათობის გარშემო შემოვლას 88 დრეს ანდომებს. მერკურიზე ერთი ვარსკვლავური დღე-ღამე დედამიწისეულის 58,65-ს შეადგენს.

 წარმოდგენილი გამოსახულება 2012 წლის 21 მარტს გაკეთდა, ყველასათვის ხელმისაწვდომი კი მოგვიანებით, დეტალური კვლევის მერე გახდა. ფოტო ”მესენჯერზე” დამონტაჟებულმა ფართო კუთხიანმა კამერამ Wide Angle Camera-მ გადაიღო.

 გამოსახულების მარცხენა ნაწილში კრატერი Debussy ჩანს. სახელი ცნობილი ფრანგი კომპოზიტორის კლოდ დებიუსის საპატიცემულოდ ეწოდა. მისი დიამეტრი 80 კილომეტრია. პირველად ის დედამიწიდან რადარით 1969 წელს შეამჩნიეს. გამოიყურება როგორც ნათელი ლაქა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.