SN 2006gy

  SN 2006gy(ილუსტრაცია). ქვემოთ: SN 2006gy და გალაქტიკის ბირთვი, რომელშიც ის მდებარეობს. მარცხნივ: ინფრაწითელ დიაპაზონში, მარჯვნივ: რენტგენში(NASA).

 ასტრონომთა ორმა ჯგუფმა ანომალური სიკაშკაშის ზეახალს SN 2006gy-ს ერთბაშად ორი განსხვავებული ახსნა მოუძებნა . ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, ეს იყო არა ერთი, არამედ რამდენიმე მიმდვერობითი აფეთქება, მეორეს მიხედვით კი აფეთქება ორი მასიური ვარსკვლავის შეჯახებამ გამოიწვია.

SN 2006gy ყველზე კაშკაშა ზეახლებზე ათჯერ მეტად ელვარებდა. ერთად ერთი გამონაკლისია, ბოლო მინაცემებით, უშორესი SN 2005ap, რომელიც SN 2006gy-ზე ორჯერ კაშკაშაა. ეს არ ცვლის არსს: ასეთი ელვარება არ ჯდება თანამედროვე თეორიების ჩარჩოებში. მის ასახსნელად წარმოდგენილი იყო განსხვავებული თეორიები, მათ შორის კვარკული ვარსკვლავის წარმოქმნა.

მეცნიერებმა ამერიკიდან, რუსეთიდან და გერმანიიდან წარმოადგინეს ახალი, საკმაოდ ეკზოტიკური ვერსია: ზოგიერთი ზეახლის ანთების დროს ხდება არა მარტო ერთი, არამედ რამდენიმე აფეთქება, სწორედ ასე იყო SN 2006gy-ის შემთხვევაში, თვლიან ისინი. ამ ჰიპოთეზის თანამხმად, ზეახლის წინაპარი იყო ზემასიური ვარსკვლავი – 90 დან 130 მზის მასით. მასში მიმდინარე თერმობირთვულმა რეაქციებმა გამოიწვია დიდი რაოდენობით ელექტრონების და პოზიტრონების(ანტიელექტრონი) წარმოქმნა, რომლებმაც ანიჰილაცია განიცადეს. ეს იყო პირველი აფეთქება, გამოყოფილმა ენერგიამ კოსმოსში გაისროლა ვარსკვლავის ზედა ფენა.

დაახლოებით 10 წლის მერე ვარსკვლავის გადარჩენილ ნაწილში პროცესი განმეორდა, აფეთქებამ ისევ გამოტყორცნა გარე ფენა, რომელიც დიდი სიჩქარით შეეჯახა წინა ჯერზე გამოფრქვეულ გარსს. მატერიამ ჯერ კიდევ ვერ მოასწრო კინეტიკური ენერგიის დახარჯვა, რომ სინათლედ იქცა და კოსმოსში გამოსხივდა(მეცნიერთა აზრით მატერიის 1%). სწორედ ამან გამოიწვია ანომალური სიკაშკაშე(ანუ განათდა წინა აფეთქებით გამობერილი კიდევ უფრო დიდი სფერო). პროცესი შეიძლება მეტჯერაც განმეორდეს.

ჰოლანდიელი ასტრონომები თვლიან, რომ აფეთქება ორი მასიური ვარსკვლავის შეჯახებით მოხდა. ვარაუდი იმისა, რომ ეს იყო ერთი ვარსკვლავი, თუნდაც საკმაოდ მასიური, რომ ასეთი სიკაშკაშის აფეთქება გამოიწვია, მიღებულ თეორიებს ეწინააღმდეგება. SN 2006gy-ის სპექტრი, ამ ვარსკვლავის გარსში, წყალბადის არსებობაზე მეტყველებს, მაშინ, როცა მზეზე 100-ჯერ მასიურ ვარსკვლავს(მცირე მასა ვერ ხსნის ასეთ სიკაშკაშეს) ეს გარსი აფეთქებამდე დიდი ხნით ადრე უნდა დაეკარგა.

ჰოლანდიელთა ვერსიით, ძველი მასიური ვარსკვლავი ახალგაზრდას შეეჯახა, რომელიც უფრო მსუბუქი იყო და შეიცავდა ბევრ წყალბადს(თერმობირთვული რეაქცია წყალბადს დროთა განმავლობაში ჰელიუმად გარდაქმნის). გათვლები აჩვენებენ, რომ ასეთ შეჯახებას შეიძლებოდა გამოეწვია ანომალური ელვარება(SN 2011dh).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.