ერთხელ მზის გარშემო

 

აქ გაერთიანებულია ექსპოზიციები გაკეთებული ოპტიკური(ხილულ) და ინფრაწითელი ფილტრებით, რათა უკეთ იყოს ნაჩვენები კონტრასტი გაყინული მეთანის მაღლა მყოფ ღრუბლებსა და ატმოსფეროს ზედა ფენების დანარჩენ მოცისფრო გარსს შორის. ნეპტუნის ბრუნვის ღერძი ორბიტის მიმართ 29 გრადუსითაა დახრილი, თითქმის როგორც დედამიწის, ამიტომ ნეპტუნზე დაახლოებით იგივე ნაირად ხდება სეზონების ცვლილებაც. როცა ნეპტუნის სამხრეთ ნახევარსფეროში ზაფხულია, ჩრდილოეთში, შესაბამისად,  ზამთარი დგება. ჰაბლის სახელობის ტელესკოპით მიღებულ გამოსახულებაზე ნაჩვენებია ღრუბლების გადანაცვლება ჩრდლილოეთ ნახევარსფეროსკენ. სინამდვილეში სეზონური ცვლილებები დაფიქსირებულ იქნა სულ ერთხელ მას შემდეგ, რაც ფრანგმა მთემატიკოსმა ურბენ დე ვერერმა და ბრიტანელმა მათემატიკოსმა ჯონ კაუჩ ადამსმა იწინასწარმეტყველეს ამ პლანეტის მდებარეობა, ხოლო გერმანელმა სტრონომმა იოჰან ჰალემ კი ის 1846 წლის 23 სექტემბერს აღმოაჩინა. მზის გარშემო შემოვლას ნეპტუნი 165 წელი ანდომებს, ასე რომ ამ კვირას, 12 ივლისს, ნეპტუნმა ერთხელ შემოუარა მზეს მას სემდეგ, რაც ის აღმოჩენილ იქნა ადამიანების მიერ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *