მათუსალას ვარსკვლავის შესახებ

 როგორები არიან სამყაროს ყველაზე ხნიერი ვარსკვლავები? მაგალითად, ცნობილი HD140283, რომელსაც მეცნიერები უძველესებს აკუთვნებენ. მისი ხანგრძლივი ვარსკვლავური სიცოცხლე ”ჰაბლმაც” დაადასტურა. სამყაროს უძველესი ვარსკვლავი ნაპოვნია: ახლა ასტროფიზიკოსები მის ვარსკვლავურ ბიოგრაფიას იკვლევენ…

ძალიან ახლოს შავ ხვრელთან

 ასტრონომებმა აღმოაჩინეს ვარსკვლავი, რომელიც ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ ზემასიურ შავ ხვრელთან რეკორდულად ახლო მანძილზე მდებარეობს. ვარსკვლავი S0-102 ელვარებით არ გამოირჩევა და ხვრელის გარშემო 11,5 წლიანი პერიოდით ბრუნავს(Science).