მთვარე გიგანტურ დეტექტორად

 მეცნიერები ყველანირი საშუალებებით ცდილობენ, მთელს გალაქტიკაში მოძრავი კოსმოსური სხივების არომატი, ojer sxivi ecemaსიჩქარე და მიმართულება დაადგინონ(რეკორდსმენი სხივები). ამას ნაწილაკების მიერ გამოწვეული ანთებების ანალიზით აკეთებენ, რომლებიც საჰაერო ბურთებისა და თანამგზავრული სცინტილატორების შიგნით ხდება. ზოგჯერ, ამ სხივების დაჭერა დედამიწის ზედაპირთანაც არის შესაძლებელი, იმ პირობით, თუ თქვენი დეტექტორი საკმაოდ დიდია. ობსერავტორია ოჟეს(არგენტინა), მაგალითად, 3000 კვადრატული კილომეტრის ტოლი ფართობი აქვს და 100 წელიწადში ერთ მოვლენას აფიქსირებს კვადრატულ კილომეტრზე. უკეთესი შედეგის მიღწევა, როგორც სოუთჰემფთონის უნივრსიტეტის თანამშორმელი ჯასთინ ბრეი ამბობს, იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ 10-ჯერ დიდ რადიოტელესკოპს ავაგებთ და კოსმოსური სხივების დეტექტორად მთვარეს გამოვიყენებთ.

 I ტიპის ცივილიზაცია(კარდაშევის მიხედვით) ყველა ხელმისაწვდომ ენერგეტიკულ რესურსს იყენებს, მათ შორის, რაღაც დაისონის სფეროსმაგვარ კონსტრუქციას. ამასთან ერთად, თუ სამყაროს საიდუმლოებები მაღალი ენერგიების სხივებშია ჩაწერილი, ცივილიზაციურობის საზომი არა მარტო ენერგიით იქნება გამოხატული, არამედ იმით, რამდენად ძნელად წარმოსადგენ კოსმოსურ წყაროს გამოიყენებს პლანეტა.

daisonis sfero ახალი გეგმა, რომელიც სოუთჰემფთონის უნივერსიტეტის(ინგლისი) მკვლევარებმა წარმოადგინეს, იმაში მდგომარეობს, რომ მოხდეს ჩვენსკენ მომართული ძალიან სუსტი ნანოწამიანი რადიოსიგნალების მოსმენა, რომლებიც მთვარის უახლოეს მხებს გაივლიან. ეს ეფექტი ჩერენკოვის გამოსხივების სახელით ცნობილ მოვლენას უკავშირდება. კოჰერენტული გამოსიხვების კონუსი მაშინ წარმოიქმნება, როცა დამუხტული ნაწილაკი(კოსმ. სხივი) მოულოდნელად, მკვრივ დიელექტრიკულ არეს(მთვრის გრუნტს) ეხლება. ტექნიკური თვალსაზრისით, დაცემული ნაწილაკის სიჩქარე მეტი უნდა იყოს სინათლის ფაზურ სიჩქარეზე დიელექტრიკში. ეფექტის აღმოსაჩენად მგრძნობიარე რადიოტელესკოპი შეგვიძლია გამოვიყენოთ, მაგალითად, კვადრატულ კილომეტრიანი მასივი, რომლის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს.

 მოწყობილობა 1,5 მილიარდი ევრო დაჯდება, ის 2025 წლისთვის დაიწყებს მუშაობას. სავარაუდოდ, ტელესკოპი 165 მაღალენერგეტიკულ ნაწილაკს დააფიქსირებს წელიწადში, დღევანდელი 15-ის ნაცვლად. დედამიწაზე ძალიან ბევრი მოვლენა ხდება, რომლებიც კოსმოსური სხივებით არის გამოწვეული – ეფექტებიდან დაწყებული ქიმიურ რეაქციებში, მეხის გავარდნის ჩათვლით. სადაც არ უნდა ზემოქმედებდნენ ეს სხივები მატერიაზე, ცოცხალზე თუ არაცოცხალზე, მათი ზუსტი ინტენსიურობის დადგენა ვერ ხერხდება.

 ადამიანებს ფიზიოლოგიურად შეუძლიათ ამ სხივების აღმოჩენა, ჩვეულებრივ, ჩვენ ელემენტარულ ნაწილაკებს ვერ ვგრძნობთ, თუ კოსმოსში არ ვიმყოფებით. ასტრონავტების თვალები, ალბათ, ტვინიც, ამ ნაწილაკებს ნამდვილად ამჩნევენ(რამდენ ხანს შეიძლება კოსმოსში ყოფნა?). თუ დედამიწაზე იმყოფებით და მოულოდნელად სინათლის გაელვება შეამჩნიეთ, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ თქვენ კოსმოსურმა სხივებმა მოგიკითხეს 🙂 .

 სხივის ენერგეტიკული დონის მიხედვით, ადამიანი-დეტექტორები სხვადასხვაგვარად აღიქვავენ მას. ზოგიერთი ნაწილაკის ენერგია (1020 ევ.) სრულიად მაკროსკოპულია, რამდენიმე ჯოული. როგორც 20 მ/წმ. სიჩქარით მოძრავი 30 გრამიანი კენჭი. რაც უფრო მეტი იქნება ეს მაჩვენებელი, თქვენი უჯრედები და გენები მით უარეს მდგომარეობაში ჩავარდებიან. კენჭის მოხვედრა დნმ-ს ჯაჭვს ვერ დაგირღვევთ, ხოლო კოსმოსური სხივები ნამდვილ ღრეობას მოაწყობენ იქ(რა არის ელექტრონვოლტი?).

 სანამ კოსმოსური სხივების ანალიზი მატრიცის(მატრიცა?!) მოდელირების ბუნებას გამოავლენს, დიდი დრო გავა, უფრო ხელმისაწვდომი კი, სამყაროში მატერიის განაწილების დადგენა იქნება(ტელესკოპი H.E.S.S. II).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.