LIGO-მ ბნელი მატერია აღმოაჩინა?

  LIGO-მ გრავიტაციული ტალღები აღმოაჩინა, საინტერესოა, ბნელი მატერიის აღმოჩენაც თუ შეეძლო? ამერიკელმა ასტროფიზიკოსებმა ჰიპოთეზა წარმოადგინეს, რომლითაც სამყაროს ერთ-ერთი ყველზე უფრო მოუხელთებლი საიდუმლო შეიძლება ამოიხსნას – ”ჩვენი აზრით, LIGO-ს მიერ აღმოჩენილი შავი ხვრელების წყვილი, ბნელი მატერიის სიგნატურა შეიძლება იყოს”.

ligo sqema

 გრავიტაციული ტალღების რეგისტრირება 2015 წლის 14 სექტემბერს, 14:51 სთ-ზე მოხდა, ორ ერთნაირ, ლაზერული ინტერფერომეტრიის გრავიტაციული ტალღების ობსერვატორიაში(LIGO), რომლებიც ლივინგსთონსა(ლუიზიანა) და ჰენფორდში(ვაშინგთონი) მდებარეობს(აშშ). LIGO-ს დეტექტორებმა, ოთხი კილომეტრის მანძილზე დაშორებული საცდელი მასების 10-19 მეტრის სიდიდის რხევები დააფიქსირა.

 ეს შეშფოთებები შავი ხვრელების წყვილმა გამოიწვია(29 და 36 მზის მასებით), ერთმანეთთან შერწყმამდე წამზე მცირე დროში, სანამ ერთ უფრო მასიურ ობიექტად გაერთიანდებოდა(62 მზის მასით). წამზე მცირე დროში, დაახლოებით 3 მზის მასა, გრავიტაციულ ტალღებად გადაიქცა(E=mc2). შერწყმა 1,3 მილიარდი წლის წინათ მოხდა, ანუ ამდენი ხანი ვრცელდებოდა ტალღები, სანამ დედამიწამდე მოაღწია.

 წინა საუკუნის ოცდაათიანი წლებიდან, ბნელი მატერია ცხარე მეცნიერული კამათის საგნად არის ქცეული. სამოცდაათიანებიდან, მისი არსებობის დამადასტურებელმა ირიბმა ფაქტება დაიწყო მატება. ამ სუბსტანციის პირდაპირი აღმოჩენა, რომელზეც სამყაროს მატერიის 85% მოდის, ჯერჯერობით არ შეგვიძლია, მხოლოდ მის მიერ გამოწვეული გრავიტაციული ეფექტები. მაგალითად, ახლო კოსმოსურ სივრცეზე ბნელი მატერიის ზემოქმედება, ხილული(ჩვეულებრივი) მატერიის მოძრაობაში არსებული შეუსაბამობებით აიხსნება(გალაქტიკების კიდეებზე მდებარე ვარსკვლავებს აკავებს და ამ გიგანტურ ვარსკვლავურ სისტემებს მთლიანობას უნარჩუნებს)(ფრიც ცვიკი(Fritz Zwicky) და ვალტერ ბაადე(Valter Baade)).

ჰიპოთეტური ბნელი მატერიის ჰალო გალაქტიკის გარშემო.

 LIGO-ს მიერ აღმოჩენილი შავი ხვრელები, უკან, პირველადი ხვრელების ჰიპოთეზისკენ გვაბრუნებს(უახლოესი შავი ხვრელი და შეჯახება პირველად ხვრელთან), რომლის მიხედვითაც, იდუმალი ბნელი მატერია, სამყაროს სულ პირველი შავი ხვრელების სახით შეიძლება გვევლინებოდეს. ადრინდელი პროგნოზების მიხედვით, სამყაროს გაჩენისას იყო პირობები, რომლებსაც უამრავი ასეთი შავი ხვრელების წარმოქმნა უნდა მოყოლოდა, კოსმოსში მათი ერთგვაროვანი განაწილებითა და გალაქტიკების ჰალოს გარშემო თავმოყრით, რაც ბნელი მატერიობის საუკეთესო კანდიდატებად აქცევს მათ. პირველადი შავი ხვრელების მასებისა და გაწელილი ორბიტების გათვალისწინებით, რაც მეცნიერთა აზრით პირველად ხვრელებს ახასიათებს, კვლევის ავტორებმა გამოითვალეს, თუ რა სიხშირით შეიძლება მოხდეს ამ ობიექტების გაერთიანება ორმაგ სისტემებში, მათი შემდგომი შერწყმით და დაასკვნეს, რომ შეჯახებათა სიხშირე LIGO-ს მიერ წარმოდგენილს შეესაბამება.

 ”მოვლენები 30 მზის მასის მქონე ხვრელების მონაწლეობით ახსნას მოითხოვს. გრავიტაციული ტალღების აღმოჩენა ბნელ მატერიასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. მას მეტი პოტენციალი აქვს” – ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი(კიდევ ბნელი მატერიის შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.