უახლოესი შავი ხვრელი და შეჯახება პირველად ხვრელთან

 გამოსახულებაზე ნაჩვენებია ობიექტი – V4641, გადაღებული რადიოდიაპაზონში, ანთებისმერევე. ჩანს ჯეტები, რომლებიც მხოლოდ რამდენიმე წუთის განმავლობაში ანათებდა. ობიექტამდე მანძილი 1500 სინათლის წელია და ის, ასტრონომთა აზრით, დედამიწასთან ყველაზე ახლოს მდებარე შავი ხვრელია. ობიექტეზე აფეთქებები და ამოფრქვევები ხდება, თუმცა ის მაინც ისე შორსაა, რომ არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს ჩვენთვის. V4641 მეოთხეა ცნობილ მიკროკვაზართა შორის. როგორც ცნობილია, მიკროკვაზარი, გალაქტიკების ბირთვებში, სადაც ზემასიური შავი ხვრელები მდებარეობს, მიმავალი პროცესების მინიატურული წარმოდგენაა. აფეთქებები უშუალოდ შავ ხვრელზე არ ხდება, იქედან არც ნივთიერებას და არც გამოსხივებას შეუძლია გამოსვლა, მხოლოდ ახლო რეგიონებიდან, სადაც ხვრელისკენ ვარდნილი მატერია მაღალ ტემპერატურებამდე ცხელდება.


 ასტრონომები ცდილობენ გაიგონ, თუ რატომ იქცევა ობიექტი V4641 ხვრელისათვის არადამახასიათებლად. მაგალითად, რატომ ქრება მომხდარი ანთებები ასე მალე და რატომ ხდება ეს ანთებები სხვადასხვა დროს, განსხვავებულ დიაპაზონებში.

 თეორიულად, ასეთი ობიექტებიდან, დედამიწას მხოლოდ პირველადი შავი ხვრელები შეიძლება შეეჯახოს. მეცნიერებმა ასეთი შეჯახების შესაძლო შედეგები გამოითვალეს, მათი ნამუშევარი ჯურნალ The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა.

 პირველადი შავი ხვრელები დიდი აფეთქების მერე წარმოიქმნა. ეს ობიექტები შედარებით მცირე მასებით გამოირჩევა(კოსმოსური მასშტაბებით თუ ვიმსჯელებთ) – განიხილებოდა მილიარდ ტონამდე მასის ხვრელები. ასეთი ხვრელის დიამეტრი წყალბადის ატომის დიამეტრს უტოლდება – რამდენიმე ფემტომეტრი(1 ფემტომეტრი = 10-15 მეტრს). ისინი ბნელი მატერიის შემადგენელის შესაძლო კანდიდატებად არის მიჩნეული.

 ახალი ნამუშევარის ჩარჩოებში, მეცნიერებმა გამოითვალეს, რა მოხდება თუ ასეთი ხვრელი დედამიწას შეეჯახა, ასევე შეაფასეს ასეთი შეჯახების ალბათობაც. აღმოჩნდა, რომ შეჯახებას მოჰყვება სეისმური ტალღა, რომელიც დედამიწის ზედაპირის ყველა წერტილს ერთდროულად მიაღწევს. ასეთი ბიძგის მაგნიტუდა იქნება 4, მისი დაფიქისრება კი საკმაოდ ძნელი.

 გარდა ამისა, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ასეთი მოვლენის ინტერვალი 10 მილიონი წელი შეიძლება იყოს. მიკროსკოპული ხვრელი კი დედამიწასთან ახლოს ყოველ 100 ათას წელიწადში ერთხელ ჩაიფრენს. აქედან ფიზიკოსებმა დაასკვნეს, რომ საშიშ ხვრელთან დედამიწის შეხვედრის ალბათობა უკიდურესად მცირეა.

 2011 წლის ივნისში ფიზიკოსებმა პირველადი ხვრელის მზესთან შეჯახების ანალოგიური ვარიანტი განიხილეს. მსგავსი შეჯახების მერე ვარსკვლავი მსუბუქ ვიბრირებას დაიწყებს, ულტრაბგერული სიხშირეებით, არსებული საშუალებებით კი ამ ვიბრაციის რეგისტრირება შესაძლებელია.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.