მზეზე დაცემული შავი ხვრელები

 შავი ხვრელების ყველაზე გავრცელებული ტიპებია –  ე.წ. ვარსკვლავური შავი ხვრელები და ზემასიური შავი ხვრელები გალაქტიკათა ბირთვებში, რომლებიც მნათობთა კოლაფსით ჩნდება. თუმცა, ბევრი ჰიპოთეზა წინასწარმეტყველებს, რომ სამყაროს ევოლუციის ადრეულ ეტაპებზე შეიძლებოდა ჩამოყალიბებულიყო კიდევ უფრო პატარა ხვრელები, ასტეროიდების ტოლი მასებით.

 თეორიულად, ასეთი მოკრძალებული ზომის ხვრელების დანახვა მიკროლინზირებითაა შესაძლებელი, ან გამა-ანთბების რეგისტრაციით, რომლებიც ასეთი ხვრელების აფეთქებებით გენერირდება. თუმცა, ასეთმა მიდგომამ დღემდე ვერ მოიტანა რაიმე მნიშვნელოვანი რეზულტატი.

ახალი ნამუშევრის ავტორებმა მცირე შავი ხვრელების, საშუალო ასტეროიდის მასით (დაახლოებით 1021 გრამი), მოძებნის ახალი მეთოდი წარმოადგინეს. მკვლევარები თვლიან, რომ ასეთი ობიექტის მზესთნ შეჯახება გამოიწვევს მნათობის ზებგერით სიხშირეზე ვიბრირებას (კოსმოსის ხმები). თნამედროვე აპარატურის საშუალებით ამ ვიბრირების დაფიქსირება შესაძლებელია არა მხოლოდ მზეზე, არამედ სხვა ვარსკვლავებზეც (მზესთნ ასეთი შეჯახება უფრო იშვიათი მოვლენაა). ავტორები აღნიშნავენ, რომ ასეთი ვიბრაციები უკვე არსებულ მონაცემებშიც შეიძლება აღმოჩნდეს, რადგან ისინი ჯერ არავის უძებნია (უცნაური სინგულარობა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.