რუსულ “ფობოს-გრუნტს”, როგორც ჩანს, აღარაფერი ეშველება, ამერიკელები კი მზად არიან ახალი თაობის მარსმავალის, სახელად “კურიოზიტი”, გასაშვებად.
ყველაფერი ასტრონომიის შესახებ
რუსულ “ფობოს-გრუნტს”, როგორც ჩანს, აღარაფერი ეშველება, ამერიკელები კი მზად არიან ახალი თაობის მარსმავალის, სახელად “კურიოზიტი”, გასაშვებად.
მზის სისტემის პლანეტები, როგორც დედამიწა, “პლანეტოძვრებს” განიცდიან. ეს დაამტკიცა უკვე ისტორიად ქცეულმა “აპოლონის” მისიებმა მთვარეზე. მისიის დროს მიღებულ მონაცემებს მეცნიერები ახლაც იკვლევენ და მათზე დაყრდნობით ადგენენ პლანეტების კვლევის მომავალ გეგმებს. რატომ ვსწავლობთ ჩვენ პლანეტების სეისმოაქტიურობას? და რა ვიცით მის შესახებ?
აპარატი საყრდენ ორბიტაზეა, სპეციალისტები მოგვიანებით მდგომარეობის გამოსწორებას შეეცდებიან. ”საწვავი კიდევ არის, მოწყობილობის გადასაპროგრამებლად ჩვენ კიდევ სამი დღე გვაქვს”, ამბობს როსკოსმოსის ხელმძღვანელი ვლადიმირ პოპოვკინი.
თხელი სტრუქტურის მუდმივა, აღინიშნება α-თი, არის ფუნდამენტური ფიზიკური მუდმივა, რომელიც ელექტრომაგნიტურ ურთიერთქმედებას ახასიათებს(ამ ტერმინის შესაფერისი ქართული სიტყვა ინეტში ვერ მოვიძიე,იქნებ თქვენ იცოდეთ,astronet.ge).
საუკუნის დასაწყისში პერსევსის GK ყველაზე ელვარე ვარსკვლავად იქცა პლანეტა დედამიწის ცაზე. აფეთქების დროს გამოტყორცნილი ნივთიერება გაფართოებას აგრძელებს და ნისლეულად იქცევა, რომლსაც ნისლეული ფეიერვერკი შეარქვეს(ვიდეო).
ნეიტრინო – სტაბილური ნეიტრალური ლეპტონი(ლეპტონები-(ბერძნ-მსუბუქი) – ფუნდამენტური ნაწილაკები ½ სპინით, რომლებიც არ მონაწილეობენ ძლიერ ურთიერთქმედებაში) ½ სპინით(0.28 ე.ვ. ნაკლები მასით) დაბალი ენერგიის ნეიტრინო უკიდურესად სუსტად ურთიერთქმდებს ნივთიერებასთან. 3-10 მევ. ენერგიის მქონე ნეიტრინოს წყალში თავისუფალი გარბენის სიგრძე 100 სინათლის წელია(!!!). ცნობილია აგრეთვე, რომ ყოველ წამში რაიმე შესამჩნევი ცვლილებების გარეშე 1 სმ²-ზე გადის მზიდან მომავალი 6×1010 რაოდენობის ნეიტრინო.
მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა, გამოიყენა რა კოსმოსური გამა-ტელესკოპი ”ფერმი”, აღმოჩინა უცნაურად მძლავრი მილიწამიანი პულსარი, რომელიც ასეთი ობიეტქბის ფორმირების შესახებ არსებულ თეორიებს ეწინააღმდეგება.
ასტრონომთა ჯგუფმა შორეული შავი ხვრელების შემომფარგვლელი ელვარე დისკოების კვლევის ახალი მეთოდი გამოიყენა.
მართლაც ასე საშიშია ასტრონავტებისთვის კოსმოსში ფრენა? ამ კითხვაზე ამერიკის კოსმოსის კვლევის სააგენტო NASA პასუხობს. ის გახდა კვლევის სპონსორი, რათა გაირკვეს, როგორ მოქმედებს ასტრონავტების ჯანმრთელობასა და აღქმის სისტემაზე კოსმოსური ფრენები. კვლევების დროს დადგინდა, რომ კოსმოსში 6 თვე და მეტი ვადით ყოფნას, ასტრონავტთა ვიზუალური აღქმის აპარატის მუშაობაში შეუძლია ცვლილებათა მთელი სპექტრი გამოიწვიოს.