რუსული საპლანეტათშორისო თანამგზავრი ტრაექტორიაზე ვერ გავიდა

 აპარატი საყრდენ ორბიტაზეა, სპეციალისტები მოგვიანებით მდგომარეობის გამოსწორებას შეეცდებიან. ”საწვავი კიდევ არის, მოწყობილობის გადასაპროგრამებლად ჩვენ კიდევ სამი დღე გვაქვს”, ამბობს როსკოსმოსის ხელმძღვანელი ვლადიმირ პოპოვკინი.
წარუმატებლობის მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ არ ჩაირთო ამაჩქარებელი ძრავი, რომელსაც უნდა უზრუნველყო ”ფობოს-გრუნტის” მოძრაობის გაგრძელება რაკეტამატარებლისგან გამოყოფის მერე.

ლავოჩკინის სახელობის საკონსტრუქტორო ბიუროს ილუსტრაცია.
”შეიქმნა დაუგეგმავი სიტუაცია, თუმცა ჩვენ, ეს გათვალისწინებული გვქონდა და მისი გამოსწორება შესაძლებელია”, აღნიშნავს პოპოვკინი.
საპლანეტათშორისო ავტომატური აპარატი ”ფობოს-გრუნტი” გამიზნულია მარსის თანამგზავრის, ფობოსის შესასწავლად, კერძოდ, მან ფობოსის ზედაპირიდან გრუნტის ნიმუშები უნდა აიღოს და დედამიწაზე გამოაგზავნოს.

საპლანეტათშორისო აპარატი ”ფობოს-გრუნტი” ბაიკანურის კოსმოსდრომზე. ოლეგ ურუსოვის ფოტო.
_თუ სიტუაცია გამოსწორდა ”ფობოს-გრუნტი” მარსს 2012 წლის სექტემბერში მიაღწევს. იქ ჩინურ მიკროთანამგზავრ ”ინჰო-1”-ს დატოვებს და ფობოსისკენ გაემგზავრება. პირველ დაშვებას აპარატი 2013 წლის თებერვალში განახორციელებს. გამოგზავნილი ნიმუშები დედამიწაზე 2014 წლის აგვისტოში ჩამოვა. თვითონ აპარატი კი კვლევების გასაგრძელებლად ფობოსზე დარჩება.
15 წლიანი შუალედის შემდეგ, რუსებისთვის ეს საპლანეტათშორისო აპარატის კოსმოსში გაგზავნის პირველი მცდელობაა. წინა წარუმატებელი აღმოჩნდა: აპარატი ”მარს-96” ვერ გავიდა ორბიტაზე და ოკეანეში ჩავარდა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.