NASA ახალი მარსმავალის გასაშვებად მზადაა

ამერიკის კოსმოსური სააგენტო მზადაა სანოემბრო სტარტისთვის, რომელიც სრულყოფილ მარსმავალს მარსისკენ წაიყვანს(Curiosity). ნასას ეს შედევრი ავტონომურ ქიმიურ ლაბორატორიას წარმოადგენს, მრავალჯერ უფრო სრულყოფილს, ვიდრე სპირიტი(Spirit) და ოპორტუნიტია(Opportunity). “კურიოზიტის” ამოცანაა მარსის გრუნტისა და ატმოსფეროს კომპონენტების კვლევა. რამდენიმე თვის განმავლობაში ის პლანეტაზე 5 დან 20 კილომეტრამდე მანძილს გაივლის და გრუნტის ნიმუშებს შეაგროვებს.

გეგმის მიხედვით  “კურიოზიტის”ფლორიდას კოსმოსური ცენტრიდან  25 ნოემბერს გაუშვებენ. ახალი თაობის მარსმავალი უკვე რაკეტამატარებელ ატლას-V-ზეა დამონტაჟებული.

“სტარტისთვის მზადება უკვე აქტიურად მიმდინარეობს” – ამბობს პიტ ტაიზინგერი( Pete Theisinger), ინჟინერული და შემეცნებითი ლაბორატორიის დირექტორი პასადენადან(კალიფორნია), ის ამავე დროს მისიის პროექტ-მენეჯერიცაა( Mars Science Laboratory).

“თუ მარსმავალის 25 ნოემბრის სტარტს ხელს რამე შეუშლის, მაშინ ეს სათადარიგო რიცხვში – 18 დეკემბერს მოხდება” – აცხადებს ტაიზინგერი.

როცა “კურიოზიტი” მარსის ზედაპირზე დაეშვება(ანიმაცია), ნასას სპეციალისტები მას კრატერ გეილისკენ გააგზავნიან. ამ უზარმაზარი კრატერის ფსკერზე კარგად ჩანს მარსული გრუნტის ღრმა ფენები, რომლებსაც მარსის გეოლოგიურ წარსულზე შეუძლიათ მოგვითხრონ. “კურიოზიტი” მარსზე 2012 წელს დეშვება(სიცოცხლე მარსზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.