კოლაიდერი სუპერსიმეტრიის კვალს ისევ ვერ ხედავს

 13-დან 18 აგვისტოს ჩათვლით პეკინში სუპერსიმეტრიისა დგაერთიანების თეორიებისადმი მიძღვნილი XX საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. სუპერსიმეტრია ჰიპოთეტური თეორიაა, რომლის აღმოჩენა ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის შემსწავლელ მეცნიერებს ბევრ კითხვაზე გასცემდა პასუხს. თეორია ფერმიონებსა და ბოზონებს აკავშირებს და მათ ურთიერთგარდაქმნის, მარტივად რომ ვთქვათ მატერიის ურთიერთქმედებად და პირიქით გარდაქმნის, შესაძლებლობას წინასწარმეტყველებს. იქნებოდა ეს სუპერსიმეტრიული ნაწილაკის პირდაპირი გაჩენა თუ სხვა გამოვლენა – ეს დიდი ადრონული კოლაიდერის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.

 გლიუონების და კვარკების(1) სუპერწყვილები(გლიუინო და სკვარკი) 2-3 ტევ.  ენერგიამდე არ ჩანან, ანუ ისინი არ არსებობენ ან მეტი მასები აქვთ.

 ეს მონაცემები კიდევ ერთხელ მოწმონებ, რომ დაბალენერგიული სუპერსიმეტრია არ არსებობს. ეს კი, რა თქმა უნდა, თვითონ სუპერსიმეტრიის იდეას არ აბათილებს: ის შესაძლებელია რეალიზებულ იქნას ჩვენს სამყაროში, ოღონდ უფრო მაღალ მასებზე. თუმცა ის, უკვე, ადვილად ვეღარ ამოხსნის სტანდარტული მოდელის იმ ამოცანებს, რომელთა ამოხსნასაც თეორეტიკოსები იმედოვნებდნენ.

 შესაძლებელია, რომ სუპერსიმეტრია კოლაიდერისთვის საწვდომ ენერგიათა ზღვრებში იყოს, ოღონდ არა ისეთი მარტივია, როგორიც თეორეტიკოსებს ჰგონიათ. სუპერსიმეტრიის უფრო გაფართოებული მოდელებიც არსებობს, ბევრი თავისუფალი პარამეტრით, მათი მთლიანობში, ყველა ვარიანტების დაშვებით, განხილვა წარმოუდგენელი საქმეა. ამიტომ ენთუზიასტები იმედს არ კარგავენ და სუპერსიმეტრიის ისეთ განსხვავებულ თეორიებს ეძებენ, რომელთა ექსპერიმენტულ მონაცემებთან შესაბამისობაში მოყვანა იქნება შესაძლებელი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.