დიდი აფეთქება – წარმოდგენები იცვლება

სამყაროს დასაწყისი – როგორ ხდებოდა ყველაფერი, რა იყო აფეთქების მიზეზი და წყარო?

 მეცნიერთა შორის პოპულარობით დიდი აფეთქების თეორია სარგებლობს. ტრადიციულად, დიდ აფეთქებას განიხილავენ მომენტად, როცა უსასრულოდ მკვრივი ენერგიის წერტილი უეცრად აფეთქდა, რის მერეც სამ მიმართულებიანი გაფართოება, ხოლო შემდგეგ კი გაცივება დაიწყო.

 არც თუ ისე დიდი ხნის წინ მელბურნის უნივერსიტეტის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ საჭიროა დიდი აფეთქების მოდელირება, როგორც ფაზური(1) ცვლილებისა: მომენტი, როცა უფორმო, ამორფული სამყარო, წყლის მსგავსად, გაცივდა და უეცრად გაიყინა, რათა ყინულის მაგვარი ოთხგანზომილებიანი დრო-სივრცე წარმოექმნა.

 ახალ კვლევაში მელბურნის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჯეიმს ქუაჩის ხელმძღვანელობით ჰიპითეზა გამოთქვეს, რომელიც, როგორც მკვლევარები თვლიან, სამყაროს დრო-სივრცის სტრუქტურაში დეფექტების მოძებნით შეიძლება დამტკიცდეს.

 ქუაჩი:”წარმოიდგინეთ ადრეული სამყარო, როგორც სითხე. შემდეგ წარმოიდგინეთ, რომ სამყარო სამ და ერთ დროით განზომილებაში ცივდება და ”კრისტალიზდება”, როგორსაც მას ჩვენ ახლა ვხედავთ”.

 მკვლევარები ვარაუდობენ, რომ თუ ეს ბზარები არსებობენ, მაშინ მათი აღმოჩენაც იქნება შესაძლებელი, რადგან სინათლე და სხვა ნაწილაკები კოსმოსში მოგზაურობის დროს მათზე აირეკლებიან(კოსმ. სიმების კვალი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.