მერკურის სამხრეთი პოლუსი ”მესენჯერიდან”

 ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური ”მესენჯერი”(მერკურის ზედაპირი, კოსმოსური სივრცე, გეოქიმია და მდებარეობა — MESSENGER), რომელიც ამერიკის კოსმოსურ სააგენტოს ეკუთვნის, მერკურის ორბიტაზე ყოფნის პირველ წელიწადს ასრულბს.

 ”მესენჯერი” 2004 წლის 3 აგვისტოს გაუშვეს, მერკურის ორბიტაზე კი 2011 წლის 18 მარტს გავიდა. თავისი ფართო კუთხიანი კამერით, ავტომატურმა საპლანეტათშორისო სადგურმა ბევრი შთამბეჭდავი ფოტოს გადაღება შეძლო. ნასამ ახლახანს პლანეტის სამხრეთი ნახევარსფეროს პანორამული გამოსახულება გამოაქვეყნა, რომელიც 2011 წლის 28 აგვისტოს გაკეთდა.

 მერკური – დედამიწის ჯგუფის ყველაზე პატარა პლანეტა, რომელიც ამავე დროს ყველაზე ახლოსაა მზესთან და მის შემოვლას 88 დღეს ანდომებს. ყველაზე პატარა პლანეტის სახელი 2006 წელს მიიღო, რაც პლუტონმა სრულყოფილი პლანეტის სტატუსი დაკარგა და ჯუჯა პლანეტების კატეგორიაში გადავიდა.

 მერკურის სრული რუკა 2009 წელს გაკეთდა, კოსმოსური აპარატების ”მარინერ-10”(1) და ”მესენჯერის” საშუალებით. დღეისთვის არცერთი მისი ბუნებრიბვი თანამგზავრი არ არის აღმოჩენილი, ხოლო ზედაპირი კრატერებისთაა სავსე, რითაც ძალიან ჰგავს მთვარეს. აქვს ძალიან გაიშვიათებული ატმოსფერო.

 როგორც თავში ეწერა, იმის მიუხედავათ, რომ ”მესენჯერი” ერთი წელია რაც ორბიტაზე გავიდა, მაინც 2 დღე გაატარა მასზე, ეს პლანეტა ხომ ძალიან ნელა ბრუნავს თავისი ღერძის გარშემო, ამიტომ მისი მზიური დღე(დილიდან დილამდე) 176 დედამიწისეული დღე გრძელდება.

“მარინერ-10”.

 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.