ელვარე გარადის კომეტა ვარსკვლავურ გროვას მიუახლოვდა

 კონრად იუნგის მიერ გადღებული გარადი და M92 ცაზე 1 გრადუსის ზომის ფართობს იკავებენ. შედარებისთვის, თქვენი მუშტის ზომა, თუ გაშლილი ხლით ცისკენ მიმართავთ, 10 გრადუსიან არეს მოიცავს.

 ის, რომ კომეტა და გროვა ასე ახლოს აღმოჩნდნენ ერთმანეთთან, მხოლოდ პერსპექტივის ილუზიაა. M92 სინამდვილეში დედამიწიდან 27000 სინათლის წლითაა დაშორებული, გარადის კომეტა კი მზის სისტემის შიდა ნაწილში იმყოფება.

”ეს კომეტა დედამიწიდან რამდენიმე სინათლის წუთითაა დაშორებული და ძალიან სწრაფად მოგზაურობს,” წერენ Chabot Center-ის თანამშრომლები თვიანთ განცხადებაში. ”მომდევნო თვეში, გარადი დედამიწასთან უახლოეს წერტილს გაივლის და მისი დანახვა ბინოკლითაც იქნება შესაძლებელი დიდი დათვის თანავარსკვლავედთან ახლოს”.

 კომეტა დედამიწას მარტში მოუახლოვდება, როცა ის 1,3 ასტრონომული ერთეულის მანძილზე ჩაუფრენს მას. ერთი ასტრონომული ერთეული არის საშუალო მანძილი მზიდან დედამიწამდე – 150 000 000 კმ.

 გარადის კომეტის ფორმალური სახელია C2009 P1, ის 2009 წლის 13 აგვისტოს ავსტრალიელმა ასტრონომმა გ. გარადმა აღმოაჩინა. 2011 წლის ნოემბერში ელვარე კარგადის კომეტა დაბალი სიმძლავრის ტელესკოპებსა და ბინოკლებშიც კარგად ჩანდა(ასტეროიდები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.