1997 წლის 4 ივლისს აპარატი ”მეგზური” წარმატებით დაეშვა მარსზე

 21 წლის წინ, სამშაბათ დღეს, პატარა, კოხტა ზონდი ”მეგზური”(Pathfinder) მარსის ზედაპირზე მშვდობიანად დაეშვა, ლოკაციაზე – Ares Vallis.

”მეგზურის” (Pathfinder”) კომპოზიტური ავტოპორტრეტი მარსზე(NASA/JPL).

”მეგზური” და მისი პატარა მარსმავალი – ”თანამგზავრი”(Sojourner), უჩვეულო მეთოდით დასვეს მარსის ზედაპირზე – ტრადიციული რეტრო-სარაკეტო საქშენების ნაცვლად, აპარატი, პირველად სარაკეტო ტექნიკის ისტორიაში,  გიგანტური აირის ბალიშებით ჩამოხტა. ეს ინოვაციური მიდგომა  2003 წელს წარმატებით იქნა გამოყენებული მარსზე პატარა ტყუპი როვერების – ”Spirit” და ”Opportunity”-ს დასაშვებად.

 ”Pathfinder” და ”Sojourner”-ის შემნქმნელები NASA- ს ამძრავების ლაბორატორიის – JPL ოფისიდან ნერვიულად ადევნებდნენ თვალყურს მონაცემთა ეკრანებს: მარსიდან რადიო-სიგნალის მოღწევას 20 წუთი მაინც სჭირდება; ნებისმიერ შემთხვევაში, წარმოუდგენლად დიდი მანძილების გამო, მარსზე მყოფ აპარატზე გავლენის მოხდენა შეუძლებელია, ამიტომ დაზიანების შემთხვევაში NASA ვერაფერს უშველიდა ”მეგზურს”. ასე რომ, სიგნალი ერთად-ერთი საშუალებაა იმის გასაგებად, წარმატებით დაეშვა თუ არა ის წითელი პლანეტის ზედაპირზე.

 როგორც აღმოჩნდა, ყველაფერმა სრულყოფილად ჩაიარა. ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს კოსმოსური აპარატი მარსზე წარმატებით დაეშვა. კონფერენციაზე მეცნიერები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ.

 “დაშვების ადგილი – ზუსტია, აპარატი და ინსტრუმენტები – იდეალურ მდგომარეობაშია. ისღა დაგვრჩენია, გადმოვსვათ მარსმავალი და გამოკვლევას შევუდგეთ. ვნახოთ ერთი, რას გვთავაზობს ეს უჩვეულო სამყარო” – განაცხადა მეთიუ გულუმბექმა.

”Pathfinder” ის გადაღებული პატარა მარსმავალი ”Sojourner” სახელგანთმულ ლოდთან, სახელად “Yogi.” (NASA/JPL).

 პატარა მარსმავალმა ”Sojourner” მარსზე 83 დღე გაძლო და ამ ხნის განმავლობაში სულ რაღაც 100 მეტრამდე მანძილი გაიარა. ერთად დასაშვებმა აპარატმა და მარსმავალმა 17 000-ზე მეტი სურათი გამოაგზავნა. ადგილზევე აპარატებით კვლევამ, იმ დროისთვის ახალი მონაცემები მიაწოდა მეცნიერებს, რომელთა მიხედვით მარსი ოდესღაც თბილი და ნოტიო პლანეტა იყო.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *