1997 წლის 4 ივლისს, მარსმავალი ”პათფაინდერი” წარმატებით დაეშვა მარსზე

 21 წლის წინ, სამშაბათ დღეს, აპარატი ”პათფაინდერი” (მეგზური, Pathfinder) მარსის ზედაპირზე მშვიდობიანად დაეშვა, ადგილზე – Ares Vallis.

”მეგზურის” (Pathfinder”) კომპოზიტური ავტოპორტრეტი მარსზე (NASA/JPL).

 ”პათფაინდერი” და მისი პატარა მარსმავალი – ”სუჯურნერი” (Sojourner), უჩვეულო მეთოდით დასვეს მარსის ზედაპირზე – ტრადიციული რეტრო-სარაკეტო საქშენების ნაცვლად, პირველად, სარაკეტო ტექნიკის ისტორიაში, აპარატი  გიგანტური აირის ბალიშებით ჩამოხტა. ეს ინოვაციური მიდგომა,  2003 წელს, წარმატებით იქნა გამოყენებული პატარა ტყუპი მარსმავლების – ”სპირიტისა” და ”ოპორტუნიტის” დასაშვებად.

 ”პათფაინდერის” და ”სუჯურნერის” შემნქმნელები, NASA-ს რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიიდან (JPL), დაძაბული ადევნებდნენ თვალყურს მონაცემთა ეკრანებს: მარსიდან რადიოსიგნალის მოღწევას 20 წუთი მაინც სჭირდება. ასე რომ, სიგნალი ერთად-ერთი საშუალებაა იმის გასაგებად, წარმატებით დაეშვა თუ არა ის წითელი პლანეტის ზედაპირზე.

 როგორც აღმოჩნდა, ყველაფერმა სრულყოფილად ჩაიარა. აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს, კოსმოსური აპარატი წარმატებით დაეშვა მარსზე. კონფერენციაზე, მეცნიერები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ.

 “დაშვების ადგილი – ზუსტია, აპარატი და ინსტრუმენტები – იდეალურ მდგომარეობაშია. ისღა დაგვრჩენია, გადმოვსვათ მარსმავალი და კვლევას შევუდგეთ. ვნახოთ ერთი, რას გვთავაზობს ეს უჩვეულო მიკროსამყარო” – განაცხადა მეთიუ გულუმბექმა.

”Pathfinder”-ის გადაღებული პატარა მარსმავალი ”Sojourner”, სახელგანთმულ ლოდთან, სახელად “Yogi.” (NASA/JPL).

 “სუჯურნერმა” მარსზე 83 დღე გაძლო და ამ ხნის განმავლობაში სულ რაღაც 100 მეტრამდე მანძილი გაიარა. ერთად, დასაშვებმა აპარატმა და მარსმავალმა 17 000-ზე მეტი სურათი გამოაგზავნა. აპარატებით ადგილზევე კვლევამ, იმ დროისთვის ახალი მონაცემები მიაწოდა მეცნიერებს, რომელთა მიხედვით, მარსი, ოდესღაც თბილი და ნოტიო პლანეტა იყო.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.