უცნობი კოსმოსური ფენომენი

 ირლანდიელმა(ქუინსი, ბელფასტი) და ა.შ.შ(ჰავაი) ასტროფიზიკოსებმა უცნობი კოსმოსური ფენომენის დაფიქისრებაზე გააკეთეს განცხადება, მას ”ძროხა” შეარქვეს. ცვლადი ელვარების ობიექტი გალაქტიკა CGCG 137-068-ში მდებარეობს, 60 მეგაპარსეკის(195,7 მლნ.ს.წ.) მანძილზე დედამიწიდან. მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად რომელიმე უკვე ცნობილ მოვლენად ვერ აღიარებ(Science Alert).

 უჩვეულოდ ელვარე ობიექტი 17 ივნისს იქნა აღმოჩენილი, ჰავაის ვულკანებთან მდებარე ტელესკოპებით, რომლებიც პროექტ ATLAS(англ. Asteroid Terrestrial-impact Last Alert System)-ის ჩარჩოებში, დედამიწისთვის საშიშ ასტეროიდებზე სათვალთვალოდ გამოიყენება.

 თავიდან, მენციერებს ეგონათ, რომ ობიქტი AT2018cow, მეტსახელად ”ძროხა”, კატაკლიზმურ ცვალებად(CV) ვარსკვლავს წარმოადგენდა, რომელიც ირმის ნახტომის შიგნით მდებარეობს და გალაქტიკა CGCG 137-068-ის ხედვის ხაზზე შემთხვევით აღმოჩნდა. CV მჭიდრო ორმაგი სისტემებია, რომელშიც ერთი ვარსკვლავი, მეორეს მატერიას გადმოქაჩავს, რაც პერიოდული კაშკაშა აფეთქებების მიზეზი ხდება(გარკვეულ კრიტიკულ მასამდე დამძიმებით). თუმცა, 19 ივნისს ესპანელმა ასტროფიზიკოსებმა დაადასტურეს, რომ ეს ობიექტი ნამდვილად გალაქტიკა CGCG 137-068-ს ეკუთვნის.

 ობიექტის ნათობა სამ დღეში 4,1•1044 ერგი წამამდე გაიზარდა, რაც უკიდურესად კაშკაშა ზეახლის ანთებას ჰგავს, თუმცა ელვარების აქამდე არნახულად სწრაფი ზრდით(ყველაზე მძლავრი ზეახალი). ანთების ადგილზე გამოტყორცნილი ვარსკვლავური მატერია 42 ათასი კმ/წმ(!!!) გამოიტყორცნა, რის გამოც ეს ნივთიერება რელატივისტური ეფექტების ზეგავლენის ქვეშ მოექცეოდა. 19 ივნისიდან დაწყებული, ობიქტმა ჩაბნელება დაიწყო.

 მოვლენას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში არსებული ოცამდე დიდი ტელესკოპით აკვირდებოდნენ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ალბათ, Ic-BL კლასის იშვიათი ტიპის ზეახალი დააფიქსირეს ან მძლავრი გამა-ანთება, მაგრამ მთელი რიგი განმასხვავებელი ნიშნების გამო, მოვლენის ბუნება დაუდგენელი რჩება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.