ჰიგსის ორი ბოზონის ერთად გაჩენის შესწავლაც სასარგებლოა…

 არაერთხელ აღინიშნა, რომ ჰიგსის ბოზონის აღმოჩენამ კიარ დაასრულა,არამედ მისი თვისებების შესასწავლ პროგრამას მისცა დასაწყისი. ჰიგსის ბოზონს იმისათვის სწავლობენ, რომ მისი საშუალებით ჰიგსის მექანიზმის დეტალურად აღდგენა გახდეს შესაძლებელი. სწორედ ეს მექანიზმი, არა უშუალოდ თვითონ ბოზონი, ელემნტარული ნაწილაკების(სტანდარტული მოდელი) სიცოცხლეში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს (რა არის ღმერთის ნაწილაკი? კიდევ ჰიგსის ბოზონის შესახებ).
_ჰიგსის ბოზონის კვლევა თავის თავში გულისხმობს პროცესსაც, რომლის დროსაც ერთბაშად რამდენიმე ბოზონი ჩნდება. ყველაზე მარტივი ვარიანტი – პროტონების ხისტი შეჯახება, რომელიც ერთდროულად ორი ჰიგსის ბოზონის გაჩნას იწვევს. ეს პროცესი იმითაა საინტერესო, რომ ბოზონი სხვა ნაწილაკებთან კავშირის შეგრძნების საშუალებას იძლევა, ასევე სამმაგი ურთიერთქმედებით თავისსავე თავთან(წითელი წერტილები) და ოთხმაგი ზემოქმედებითაც კი VVHH სახის(ის ცისფერი და წითელი წერტილების შერწყმისას წარმოიქმნება, ბოლო ილუსტრაცია სურათზე). ეს სიდიდეები ჰიგსის მექანიზმის თავისებურებათა გარკვევაში უდიდეს როლს თამაშობენ, თუმცა ერთეული ბოზონის გაჩენისა და დაშლის ვერცერთ ჩეულებრივ პროცესებში მათი გაზომვა ვერ ხერხდება.
_ორმაგი ჰიგსისეული გაჩენის ექსპერიმენტული შესწავლა ძალიან ძნელი საქმეა. ასეთ შემთხვევაში ჰიგსის ორი ბოზონის დაშლის პროდუქტების გამოჭერაა საჭირო. მათი გაჩენა რთული არაა, თუმცა ალბათობა იმისა, რომ ორივენი დაკვირვებისათვის ხელსაყრელ ნაწილაკთა წყვილებად დაიშლებიან, ძალიან მცირეა. ასევე, ამ მოვლენათა საერთო ფონიდან განცალკევებაა საჭირო, ანუ არის პროცესები, რომლებიც ამის მაგვარად გამოიყურებიან, თუმცა შუალედურ ეტაპებზე ჰიგსის ბოზონს არ შეიცავენ. ასე რომ, აქ რაიმე აზრთან ახლოს მყოფი სტატისტიკა ჯერჯერობით ვერ დაგროვდება. მიუხედავად ამისა თეორეტიკოსები ახლავე უნდა იყვნენ მზად, რათა იცოდნენ, კონკრეტულად როგორ უნდა ეძებონ ეს პროცესი დიდი ადრონული კოლაიდერიდან მიღებულ ახალ მონაცემებში.
_ამ დღეებში ელექტრონული პრეპრინტების არქივში პატარა სტატია გამოქვეყნდა(arXiv:1310.1084), რომელიც ამ პროცესის დეტალური თეორიული შესწავლის დაწყების შესახებ მოგვითხრობს. პრონციპში, თეორეტიკოსები მას 20 წლის წინათაც განიხილავდნენ, თუმცა მაშინ მხოლოდ წინასწარ მონახეზებზე მიდიოდა საუბარი. ავტორები ახალი გამოთვლების გამოქვეყნებას უახლოესი მომავლისთვის გვპირდებიან(ჰიგსის ბოზონი…).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.