ბრილიანტები იუპიტერსა და სატურნში

 წარმოიდგინეთ, რომ ნავით მიცურავთ მდინარეში, თუნდაც მასში წყლის მაგივრად თხევადი წყალბადი ან ჰელიუმი იყოს, რომელიც იუპიტერზე ან სატურნზე მიედინება. მდინარეში, კალეიდოსკოპივით ელვარე თვალებიან ქალიშვილს ვერა, მაგრამ უამრავ ალმასს ნამდვილად ნახავთ. ახალი კვლევის მიხედვით, მზის სისტემის პლანეტა-გიგანტების ატმოსფეროში უამრავი ძვირფასი ქვა უნდა მოიპოვებოდეს.
პლანეტოლოგების, მონა დელიცკისა(პასადენა,კალიფორნია) და ქევინ ბეინის(უნივერსიტეტი ვისკონსინ-მედისონი) მიერ ჩატარებული კვლევებით მიღებული შედეგები, იუპიტერისა და სატურნის ადრე მიღებულ წნევა-ტემპერატურის დიაგრამასთან იქნა გაერთიანებული. ადიაბეტები(ხაზები თერმოდინამიურ დიაგრამაზე) მკვლევარებს მდგომარეობის დადგენაში ეხმარებათ, რომლის დროსაც ალმასი სტაბილური ხდება. ასევე ტემპერატურის დადგენაში, რომელზეც ალმასი თხევად მდგომარეობაში გადადის.
ბრილიანტის წვიმა… ძვირფასი ქვების მდინარეები… 🙂

 ადიაბატები იუპიტერისა და სატურნისთვის გაუმჯობესებული ფორმულით იქნა გამოთვლილი. მოსაზღვრე ფენასთან, გამკვრივებაში ნახტომის ზემოქმედების მეთოდის გამოყენებით, მეცნიერებმა სანდიის ნაციონალური ლაბორატორიისა და ლივერმორის ნაციონალური ლაბორატორიიდან, ნახშირბადის სხვადსახვა მდგომარეობების საზღვრები დაადგინეს. დელიცკისა და ბეინის მონაცემების მიხედვით, ნახშირბადის წარმოქმნა ჭვარტლის ან გრაფიტის სახით მეხის(1;2) გავარდნის დროს შეიძლება მოხდეს.

 სრულიად შესაძლებელია, სატურნზე მიმავალი ძლიერი ჭექაქუხილის დროს, ნალექები ატმოსფეროს ქვედა ნაწილებიდან მოდის, ხოლო საბოლოოდ, მყარი ალმასების დონეზე იკუმშება. ნახშირბადი, კონცენტრირებული პლანეტის ბირთვში, თხევად მდგომარეობაში იმყოფება.

 იდეა იმის შესახებ, რომ ისეთი პლანეტების ბირთვები, როგორებიც ურანი და ნეპტუნი არიან, ალმასებითაა გამდიდრებული, ახალი არ არის და 30 წელია არსებობს. თუმცა, მეცნიერები ამ ჯგუფისთვის იუპიტერისა და სატურნის მიკუთვნებას ვერ ბედავდნენ, რადგან ეგონათ, რომ ტემპერატურა მათზე ან ძალიან დაბალია, ან ძალიან მაღალი მყარი ალმასების ფორმირებისთვის. იუპიტერისა და სატურნის ბირთვები უფრო მეტად ცხელია, ვიდრე ურანისა და ნეპტუნის(რომელთაც თხევადი ალმასების შენარჩუნება არ შეუძლიათ). მკვლევარები თვლიან, რომ სატურნის ბირთვის სიღრმეებში ალმასების ისეთი წყობებია, რომ ისინი ”ალამასის მთებად” შეგვიძლია წარმოვიდგინოთ(კიდევ კოსმოსურ ალმასებზე…).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.