ურანი

 საშუალო დაშორება მზიდან: 2,8 მლრდ. კმ; დიამეტრი: 51 118 კმ; ორბიტაზე მოძრაობის სიჩქარე: 6,81 კმ/წმ; ერთი ბრუნი მზის გარშემო: 84 წელი; თავისუფალი ვარდნის აჩქარება: 9,0 მ/წმ2; მეორე კოსმოსური სიჩქარე: 21,4 კმ/წმ; ბრუნვის მიმართულება: საწინააღმდეგო; ზედაპირის ტემპერატურა: -220°С; ღერძის გარშემო ერთი ბრუნი: 17 სთ 14 წთ; დედამიწიდან დაშორება: 2,6-დან 3,2 მლრდ.კმ-მდე.

 ურანი ძნელად მოსაძებნია შეუიარაღებელი თვალით. ბინოკლით მოძებნით თუ იცით დაახლოებით სად მდებარეობს ამ დროს ცაზე. ბრუნვის ღერძი თითქმის ორბიტის პარალელურია, ურანი თითქოს “მუცელზე” ბრუნავს, თან საწინააღმდეგო მხარეს, ანუ ვენერა და ურანი, ღერძის გარშემო დანარჩენი პლანეტებისგან განსხვავებით, საწინააღმდეგო მხარეს ბრუნავს.

 ურანს აქვს მაგნიტური ველი, რომლის წყარო დაუზუსტებელია. ეს შეიძლება იყოს მაღალი წნევით შეკუმშული, მყარი ბირთვის გარშემო მოძრავი ელექტრო გამტარი თხევადი წყალი ან ამიაკი. სიმეტრიის ღერძის მიმართ ველის ღერძი 60 გრადუსითაა გადახრილი, ამიტომ კომპასი იქ ჩრდილოეთს და სამხრეთს კიარა, არამედ ერთმანეთის სწინააღმდეგო მხარეებზე მდებარე 30-ე პარალელებს გვიჩვენებს.

 იუპიტერისა და სატურნისაგან განსზვავებით, ურანი მხოლოდ 15% წყალბადისაგან შედგება, ხოლო ჰელიუმი თითქმის არ არის. მეთანი, აცეტილენი და სხვა ნახშირწყლები მასის ძირითადი ნაწილია. უბერავს ძლიან ძლიერი(პირველი სურათი) ქარები, 40 დან 160 მ/წმ(დედამიწაზე 50 მ/წმ)-დე სიჩქარით. ასეთი ცისფერი, ატმოსფეროს ზედა ფენებში არსებული მეთანის გამოა. არის ალბათ სხვა ფენებიც, მაგრამ ისინი არ ჩანს. მზისგან ცოტა სითბოს იღებს და საკუთარი გამოსხივებაც ძალიან მცირე აქვს, ესეიგი სიღრმეში ძალიან ცივია.

 ურანს აქვს რგოლები, როგორც სხვა გაზის გიგანტებს. შეიძლება გამოიყოს უფრო მკვეთრი 9 რგოლი, რომლებიც სხვა უფრო სუსტ რგოლებშია გაერთიანებული. რგოლების შემადგენელი გაყინული ნივთიერება 10 მეტრიდან, უმცირესი მტვრის ნაწილაკის ზომებშია. რგოლებს შორის სიცარიელე მათში მოძრავი ბუნებრივი თანამგზავრების კვლებია(21თანამგზავრი).

 ურანის ბუნებრივი თანამგზავრი მირანდა. მასზე მზის სისტემაში ყველაზე ღრმა – 20 კილომეტრიანი კანიონია, 10 ჯერ დიდი დედამიწისეულ ღრმა კანიონზე. ეს ან ასტეროიდის დარტყმის კვალია, ან ზედაპირის ტექტონიკური გადაადგილება.(ურანის სისტემა მხოლოდ ერთმა კოსმოსურმა თანამგზავრმა – ”ვოიაჯერ 2”-მა(ნასა) გამოიკვლია).

 ტიტანია, 1600 კმ დიამეტრის თანამგზავრია, ღარებით, რომლებიც კანიონებს წარმოადგენს. თეთრი ადგილები ღარებში გაყინული თოვლი შეიძლება იყოს. ზედა ნაწილში მოჩანს 290 კილომეტრიანი კრატერი.

One comment

  1. ლიზი, მიუთითეთ სწორი ელ. ფოსტა.
    გაზური გიგანტების მაგნიტური ველის წყარო ე.წ. მეტალური წყალბადია, ან რაიმე სხვა ნაზავი, იმდენად შეკუმშული, რომ დენგამტარი მეტალის თვისებებს ამჟღავნებს. ეს ფენა კიდევ უფრო ღრმად მდებარე რკინის ბირთვის გარშემო მოძრაობს და მაგნიტური ველის თავისებურ გენერატორს ქმნის.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.