ხანგრძლივი პოლარული ნათება სატურნზე

ჰგავს თუ არა აქაური პოლარული ნათება სატურნისას? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად, კოსმოსური ტელესკოპი „ჰაბლი“ და სატურნის ხელოვნური თანამგზავრი „კასინი“, გაზის გიგანტს, 2004 წლის იანვარში ერთობლივად აკვირდებოდნენ. „ჰაბლი“, ულტრაიისფერ დიაპაზონში მუშაობდა, ხოლო „კასინი“, რადიოგამოსხივებასა და მზის ქარს სწავლობდა. პოლარული ნათებები სატურნზე, როგორც დედამიწაზე, მაგნიტური პოლუსების გარშემო შეკრულ ან არასრულ მაგნიტურ რგოლებს ქმნის. სატურნის ციალი რამდენიმე დღე გრძელდება, დედამიწაზე კი რამდენიმე წუთი. რა თქმა უნდა, ეს პოლარული ნათბაც ატმოსფეროში დამუხტული ნაწილაკების შეჭრითაა გამოწვეული, თუმცა უფრო მეტად არის დამოკიდებული მზის ქარის ინტენსივობაზე, ვიდრე დედამიწაზე ან იუპიტერზე. წარმოდგენილი სამი გამოსახულება, „ჰაბლმა“ ორდღიანი ინტერვალებით გადაღებით მიიღო (პოლარული ნათება გრენლანდიის თავზე; პოლარული ნათება ვენერაზე?!; პოლარული ნათება; ასტრონომები პლანეტებს პოლარული ნათებით მოძებნიან; რადიო სიგნალი სატურნიდან).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.