ურჩხული მზის ზედაპირზე

 მზეზე მცხოვრები ურჩხულები საერთოდ არ ჰგავნან ისეთებს, როგორებიც ჩვენ შეიძლება წარმოვიდგინოთ. გავარვარებული გაზისგან შემდგარი ეს სტრუქტურები დედამიწაზე დიდებია. არ აქვთ თვალები, თუმცა აქვთ უამრავი საცეცი. ერთი თვის განმავლობაში დაცურავენ მნათობის ზედაპირზე, ნელ-ნელა იცვლიან ფორმას და ისევ ქრებიან. ზოგჯერ, უეცრად ფეთქდებიან და მზის სისტემაში ენერგიული ნაწილაკების ნაკადებს აფრქვევენ, რომლებიც დედამიწასაც უტევენ. ფოტოზე წარმოდგენილია მზის პროტუბერანცი, რომელიც წყალბადის გამოსხივების სპექტრშია გადაღებული. ურჩხულის მსგავს გაზის წარმონაქმნს ყოვლისმომცველი, თუმცა ცვალებადი მაგნიტური ველი იჭერს მზის ზედაპირზე. გააქტიურებული მზე სულ უფო მეტ პროტუბერანცებს, ბოჭკოვან სტრუქტურებს, ლაქებს და დიდ აქტიურ უბნებს წარმოქმნის, სულ უფრო უახლოვდება რა 2025 წლის მაქსიმუმს (მზის სხივები – გავირუჯოთ სწორად).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.