წარმოუდგენლად გრძელი ბოჭკოვანი სტრუქტურა მზეზე

 მზეზე, აქამდე ცნობილთა შორის ყველაზე გრძელი ბოჭკოვანი სტრუქტურა წარმოიქმნა (ე.წ. ფილამენტი). ფოტოზე ეს სტრუქტურა ბნელი ხაზის სახით წარმოგვიდგება, ოდნავ ქვემოთ ცენტრიდან. უზარმაზარი „ძაფის“ სიგრძე მზის რადიუსს აჭარბებს – 700 000 კილომეტრზე მეტი. ეს ძაფი გავარვარებული გაზია, ზედაპირიდან ოდნავ ზემოთ აწეულ სტრუქტურას მნათობის მაგნიტური ველი აკავებს. გამოსახულება გვიჩვენებს, როგორ გამოიყურება ეს ძაფი წყალბადის გამოსხივების ტალღაზე, ანუ, ჩვენ მზიური ქრომოსფეროს გამოსხივებას ვხედავთ. ამ უჩეულო მოვლენას მზის ობსერვატორიები უთვალთვალებენ, მათ შორის NАSА-ას მზის დინამიკის ობსერვატორიაც (SDO), რომელმაც ამ ბოჭკოვანი სტრუქტურის შემანარჩუნებელი მაგნიტური სპირალები დაინახა. იმის გამო, რომ ასეთი სტრუქტურები რამდენიმე საათი ან დღე ძლებს, მისი ნაწილები ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაქრეს ან აფეთქდეს, პლაზმის უზარმაზარი მასების გამოტყორცნით უკან მზისკენ ან მზის სისტემის პლანეტათშორის სივრცეში (მზე; მზიური ბოჭკოს გარღვევა; აქტიური მზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.