სპირალური M100(NGC 4321)

 უზარმაზარი გალაქტიკა M100, სპირალური გალაქტიკების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია(ე.წ. ”გრანდ დიზაინ”-ის ტიპი). მასში 100 მილიარდზე მეტი ვარსკვლავია. მკაფიო სპირალური მკლავებით ძალიან ჰგავს ჩვენს ირმის ნახტომს. M100 იგივე NGC 4321, ქალწულის გალაქტიკური გროვის ერთ-ერთი ყველაზე ელვარე ობიექტია. მდებარეობს თანავარსკვლავედში ბერენიკეს თმები, 56 მილიონი სინათლის წლის მანძილზე დედამიწიდან. ეს გამოსახულება ედვინ ჰაბლის სახელობის კოსმოსური ტელესკოპით გადაიღეს, ფართოკუთხუიანი კამერით 3. ჩანს კაშაკშა ცისფერი ვარსკვლავთგროვები და ჩახვეული მტვროვანი ზოლები, რაც ასეთი ტიპის გაალქტიკებისთვის არის დამახასიათებელი. M100 -ის ცვალებადი ვარსკვლავების შესწავლას უდიდესი როლი აქვს სამყაროს ზომისა(ახლოს მდებარე ცეფეიდი – გემის კიჩოს RS) და ასაკის დადგენაში(მაინც რა ასაკისაა სამყარო?).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.